ელ. წიგნები ქველმოქმედება 2016, 22 ივლისი, 20:37 დავით აღმაშენებელი კაცთმოყვარე და გულშემატკივარი ადამიანი ყოფილა; იგი ავადმყოფთა და დავრდომილთა შესახებაც ზრუნავდა და განუკურნებელი სენით შეპყრობილთათვის მან «აღაშენნა ქსენონნი ადგილსა შემსგავსებულსა და შუენიერსა, რომელსა შინა შეკრიბნა ძმანი თვითო-სახითა სენითა განცდილნი» და ამ სასნეულოში «მოუმზადა ყოველი საჴმარი მათი უნაკლულოდ და უხუებით, განუჩინნა შესავალნი და საღუაწენი მათნი», თანაც მომვლელები და «ზედამდგომელნი» მიუყენა. სახელოვანი მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა ამ კაცთმოყვარეობით ნაკარნახევს დაწესებულებას, რომელიც დავით აღმაშენებელს შემოუღია გელათის მონასტრის აგების შემდგომ, სანამ სამშვილდეს აიღებდა ანუ 1106-1110 წელს, იგი ხშირ-ხშირად მიდიოდა და ათვალიერებდა ხოლმე თავის დაწესებულებას: «მონახის თჳსითა ჴელითა ცხედრები, სამოსლები და საგებელი მათი, პინაკი და ყოველი საჴმარი მათი», რომ ავადმყოფებს ყველაფერი სუფთა და შესაფერისი ჰქონდათ და თავისი თვალით დარწმუნებულიყო სვინიდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას «ზედამდგომელნი» თუ არა. ყოველთვის, როდესაც მეფე ქსენონში მივიდოდა ხოლმე, ავადმყოფებსაც «მოიხილნის, მოიკითხნის და ამბორს უყჳს თჳთეულსა», კეთილის სიტყვითა და თანაგრძნობით ანუგეშებდა და ამხნევებდა, «განამჴნის მოთმინებისა მიმართ». წყარო: http://history-georgia.at.ua/ 39 1-ს მოსწონს
|