x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ისტორიები კარგი განწყობისთვის

imageimageვილა 1 დოლარად


"იყიდება 3 სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე. ფასი 1 დოლარი"

''ბოდვა!"- გაიფიქრა უსახლკარომ და გაზეთი გადააგდო.
ის ეზო-ეზო დადიოდა და საკვებს ეძებდა. ერთ ქუჩაზე, განცხადებების დაფაზე ფურცელი იყო მიკრული, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა:

"იყიდება 3 სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე. ფასი 1 დოლარი"

"ტექსტში შეცდომა იქნება."- გაიფიქრა “ბომჟმა" და გზა გააგრძელა. როდესაც გამზირზე გავიდა, დიდი ბანერი დაინახა, რეკლამით:

"იყიდება 3 სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე. ფასი 1 დოლარი"

“ბომჟი" დაფიქრდა და დაინტერესდა, თუ რომელ სულელს შეეძლო მსგავსი განცხადების დაწერა. მას დასაკარგი არაფერი ჰქონდა, გარდა იმ ერთი დოლარისა, რომელიც ჯიბეში ედო და განცხადებაში მითითებულ მისამართზე წავიდა. როდესაც ადგილზე მივიდა, მართლაც დაინახა ვილა. გაუბედავად დარეკა ზარი. კარი, შუა ხნის, ლამაზმა ქალმა გაუღო.
- უკაცრავად! განცხადებასთან დაკავშირებით გაწუხებთ. რაც იქ წერია, ხუმრობა არის არა?
- არა, არა! ყველაფერი სწორეა.
- მე ფასზე გეკითხებით. 1 დოლარი? ეს ასეა?
- დიახ. 1 დოლარი. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ სახლი დაათვალიეროთ.
რა თქმა უნდა, “ბომჟს" ყველაფერი მოეწონა. მისცა ქალს თავისი 1 დოლარი და გახდა მდიდრული ვილის მფლობელი. მაგრამ, გადაწყვიტა გაეგო, თუ რატომ ღირდა ვილა ასეთი იაფი. კითხვაზე ძველმა მფლობელმა ღიმილით უპასუხა: "ჩემმა ქმარმა, სიკვდილის წინ, ანდერძში ჩაწერა, რომ ჩვენი ვილა გამეყიდა და აღებული თანხა, მისი საყვარლისთვის გადამერიცხა. და მე, ჩემი ქმრის ანდერძი შევასრულე! განცხადება, ვილის გაყიდვის თაობაზე, 6 თვის წინ გავაკეთე და თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც გამომეხმაურა. აბა, ყოველივე კარგს გისურვებთ". – თქვა ქალმა და წავიდა.

ყველა ჩვენგანს ეძლევა შანსი!
საჭიროა მხოლოდ დავიჯეროთ, რომ შეუძლებელი შესაძლებელი არის.

imageimage

image

თანამდებობით უფროსის პრივილეგია

image

სავაჭრო წარმომადგენელი, მდივანი და მენეჯერი ოფისიდან გავიდნენ, რომ ახლოს მდებარე კაფეში ესადილად. გზაში მათ ძველი ლამპარი იპოვეს. ერთ-ერთმა ხელი გადაუსვა და იქიდან ჯინი ამოვიდა. შეხედა მათ და თქვა:
– მე თითოეულ თქვენთაგანს, თითო სურვილს შევუსრულებ!
– მე პირველი, მე პირველი! — თქვა მდივანმა. — მე მინდა ბაჰამებზე აღმოვჩნდე, კატერზე და რომ არაფერზე ვფიქრობდე, არ ვდარდობდე.
ბუმ! და ის გაქრა.
– ეხლა მე, ეხლა მე, — ამბობს სავაჭრო წარმომადგენელი. — მე ჰავაიზე მინდა. დასვენება პლიაჟზე, მასაჟი... და რომ, იქ იყოს ჩემი ცხოვრების სიყვარული.
ბუმ! და ისიც გაქრა.
– ეხლა შენი რიგია, — უთხრა ჯინმა მენეჯერს.
– მე მინდა, რომ ის ორი, სადილის შემდეგ, ოფისში დაბრუნდეს.

მორალი: თქვენს უფროს ყოველთვის საშუალება მიეცით, რომ საკუთარი აზრი პირველმა გამოთქვას.

image

image

image

წითელი ვარდი

image

ერთმა ამერიკელმა მეზღვაურმა წერილი მიიღო ქალისგან, რომელიც არასოდეს ენახა. მას როუზი ერქვა. მათი მიმოწერა სამ წელს გაგრძელდა. როდესაც მეზღვაური წერილს კითხულობდა და საპასუხოდ წერდა, ხვდებოდა, რომ ცხოვრება აღარ შეეძლო ამ წერილების გარეშე. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, ისე რომ ეს ვერც კი გააცნობიერეს.
როდესაც სამსახურის ვადა ამოიწურა, მათ შეხვედრა ცენტრალურ სადგურზე დათქვეს, საღამოს 5 საათზე. ქალმა მიწერა, რომ საღილეში წითელი ვარდი ექნებოდა.
მეზღვაური დაფიქრდა: მას არასოდეს უნახავს როუზის სურათი, არ იცოდა რამდენი წლის იყო, არ იცოდა როგორ გამოიყურებოდა, ლამაზი იყო თუ შეუხედავი, მსუქანი თუ გამხდარი.
მეზღვაური მივიდა სადგურზე, როდესაც 5 საათი შესრულდა, ქალი გამოჩნდა წითელი ვარდით. ის, დაახლოებით, 70 წლის იქნებოდა.
მეზღვაურს შეეძლო მიბრუნებულიყო და წასულიყო, მაგრამ ეს არ გააკეთა. ქალი წერდა მას წერილებს, ვიდრე ის ზღვაში იყო, შობაზე საჩუქრებს უგზავნიდა, ის ყოველთვის გრძნობდა მის თანადგომას. ამიტომ, ასე, უთქმელად, მიტოვებას არ იმსახურებდა. მეზღვაური მივიდა ქალბატონთან, ხელი გაუწოდა და გაეცნო. ხოლო მოხუცმა უთხრა, რომ ის შეცდა. რომ როუზი მის ზურგს უკან იდგა. ის შებრუნდა და ლამაზი, დაახლოებით, მისი ასაკის გოგონა დაინახა. მოხუცმა ქალბატონმა მას უამბო, რომ როუზიმ სთხოვა მას, ვარდის დამაგრება. თუ მეზღვაური მიბრუნდებოდა და წავიდოდა, ყველაფერი დასრულდებოდა. ხოლო თუ მივიდოდა მასთან, ის ნამდვილ როუზს აჩვენებდა.

image

image

image

მთავარია ვინმემ დაიწყოს...

image

ერთი კაცი სანაპიროზე სეირნობდა და დაინახა, რომ პატარა ბიჭი ძირიდან რაღაცას იღებდა და ზღვაში აგდებდა. კაცი ბიჭუნას მიუახლოვდა და დაინახა, რომ ბავშვი წყალში ზღვის ვარსკვლავებს ყრიდა, რომლებითაც ის მთლიანად გარშემორტყმული იყო. სანაპიროზე უამრავი ზღვის ვარსკვლავი იყო, ათასობით, მილიონობით — მთელი სანაპირო ამ არსებებით იყო დაფარული რამოდენილე კილომეტრის მანძილზე.
— რატომ ყრი ამ ზღვის ვარსკვლავებს წყალში? — ჰკითხა კაცმა, როდესაც ახლოს მივიდა.
— ისინი თუ ხვალინდელ დილამდე სანაპიროზე დარჩებიან, ზღვის მიქცევა დაიწყება და დაიღუპებიან, — უპასუხა ბიჭმა, ისე რომ, თავისი საქმიანობა არ შეუწყვეტია.
— ჰო, მაგრამ ეს ხომ სისულელეა! — უთხრა კაცმა. — მიმოიხედე! აქ მილიონობით ზღვის ვარსკვლავია. შენი მცდელობა არაფერს შეცვლის!
ბიჭმა აიღო კიდევ ერთი ვარსკვლავი, წამით დახედა, ზღვაში გადააგდო და თქვა:
— არა, ჩემი მცდელობა ბევრ რამეს შეცვლის… აი, ამ ვარსკვლავისთვის.
მაშინ, კაცმაც აიღო ვარსკვლავი და ზღვაში გადააგდო. შემდეგ, მათ კიდევ ერთი ადამიანი შეუერთდა, შემდეგ, კიდევ ერთი... საღამოსთვის სანაპიროზე უამრავი ადამიანი იყო. ისინი ვარსკვლავებს ზღვაში ყრიდნენ და როდესაც მზე ამოვიდა, სანაპიროზე არცერთი ვარსკვლავი აღარ იყო.

image

image

image

დაუგეგმავი ცვლილებები

image

ერთხელ, ერთი ადამიანი შტორმში მოყვა და ტალღამ ის უკაცრიელ კუნძულზე გადააგდო. ის ერთადერთი იყო, ვინც გემის ჩაძირვის შემდეგ გადარჩა. უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენის შემდეგ, კაცი ყოველ დილით ლოცულობდა და ღმერთს დახმარებას სთხოვდა, ხოლო შემდეგ, ზღვის ნაპირთან მიდიოდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა, იმ იმედით, რომ მის გადასარჩენად გემი მოვიდოდა.

ბოლოს ის ლოდინით დაიღალა და ქოხის აშენება გადაწყვიტა, იმ ფიცრებით, რომლებიც გემის ჩაძირვის შემდეგ, ზღვამ გამორიყა. და ასეც მოიქცა.
ერთხელ, როდესაც ის, საკვების მოძებნის შემდეგ, სანაპიროზე ბრუნდებოდა, დაინახა რომ მისი ქოხიდან ბოლი გამოდიოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ქოხთან ერთად, მისი ყველა ნივთი დაიწვა. ადამიანს აღარ შეეძლო იმედგაცრუების და რისხვის შეკავება. მიწაზე დაემხო და აქვითინდა.
– ღმერთო ასე როგორ მომექეცი? – ტიროდა ის და ასე ტირილში ჩაეძინა.
მეორე დღეს, ის გემის საყვირმა გააღვიძა, რომელიც კუნძულისკე, მის გადასარჩენად მიცურავდა.
– როგორ გაიგეთ, აქ რომ ვიყავი? – ჰკითხა მან ერთ მეზღვაურს.
– ჩვენ კვამლის ნიშანი დავინახეთ – უპასუხა მან.

რაც არ უნდა მოხდეს ამ ცხოვრებაში, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ხდება.

0
162
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0