სხვა მსოფლიოს 5 საიდუმლოებებით მოცული სასაფლაო! 2016, 22 ივლისი, 11:58 ცოტა არ იყოს დამბურძგლავი თემაა, მაგრამ ალბათ ზოგიერთ თქვენთაგანს დააინტერესდება. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე დიდ და საიდუმლოებებით მოცულ 5 სასაფლაოს!
1. მშვიდობის ხეობა - ერაყი მსოფლიოს ყველაზე დიდი სასაფლაო მდებარეობს ერაყში, ქალაქ ელ-ნეჯეფთან ახლოს, "ვადი ელ-სალამ"-ზე. სასაფლაოზე მარხია 5 მილიონზე მეტი ადამიანი. 10 მეტრის სიღრმეზე სასაფლაოს გააჩნია მეორე და მესამე მიწისქვეშა სექციაც! 2. კაპუცინის კატაკომბები - იტალია იტალიის სიცილიის ტერიტორიაზე XVI- საუკუნეში აშენებულ ეკლესიაში, მღვდლები უცნაურ მოქმედებას ასრულებდნენ XIX- საუკუნემდე. გარდაცლილებს მუმიფიცირებულ მდგომარეობაში თაროებზე აწყობდნენ ან კიდევ კედელზე კიდებდნენ, ეს ყველაფერი ერთბაშად, საშინელ სანახაობას ქმნიდა! ქალაქ პალერმოს გარდაცვლილ მდიდარ მოქალაქეებს ყოველწლირად უცვლიდნენ ტანსაცმელებს, ხოლო ღარიბებისა უცვლელად რჩებოდა. 3. ებრაელთა ძველი სასაფლაო - ჩეხეთი 1439 წლიდან გახსნილი სასაფლაო დღეს უკვე მოქმედი აღარააა . საფლაოს ქვები იმდენად კარგად არის გაკეთებული, რომ დღემდე შესაძლებელია მათი ერთმანეთისგან გარჩევა. 1787 წელს სასაფლაო დაიხურა. ჰოლოკოსტის დროს, ებრაელთა ყველა სასაფლაო გადაწვეს ან გააანდგურეს. ჰიტლერმა ერთადერთი ებრაული სასაფლაო არ გაანადგურა, რომელიც ჩეხეთში მდებარეობს. 4. მაღალი კარიბჭის სასაფლაო - ინგლისი
ამ სასაფლაოს განსაკუთრებულობა იმაზეა დამოკიდებული, რომ გარშემო და მთლიანადსაფლავებშიც ხეებია ჩასული. ველურ მცენარეებში დამალული საფლავის ქვები, მნახველს შიშის ზარს ცემს. სასაფლაოს ყველაზე მნიშვნელოვან განმსვენებლად ითვლება კარლ მარქსი.
5. მეფეების ხეობა - ეგვიპტე ეგვიპტეში მდებარე მეფეების ხეობის სასაფლაო, აღმოჩენილი ყველაზე ანტიკური არქეოლოგიური ტერიტორიაა, სადაც ფარაონების საფლავებია განთავსებული. სასაფლაო აღმოჩენილ იქნა 1922 წელს. როდესაც სარკოფაგები არქეოლოგებმა გახსნეს, უმეტესი ნაწილი მოიწამლა, რადგან საფლავები გაჟღენთილი იყო მომწამლავი გაზით!
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
2075 11-ს მოსწონს
|