საზოგადოება ბავშვთა მიმართ ძალადობა 2016, 21 ივლისი, 16:31 ![]() ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმრატებით, ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების განზრახ გამოყენება რეალური ან მუქარის სახით მიმართული საკუთარი თავის, სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან თემის წინააღმდეგ, რომლის შედეგს წარმოადგენს სხეულის დაზიანებები, სიკვდილი, ფსიქოლოგიური ტრავმა, გადახრები განვითარებაში ან სხვადასხვა სახის ზიანი. მნიშვნელოვანია განმარტების დროს გავითვალისწინოთ წინასწარგანწრახულობა . უბედური შემთხვევებისას მიყენებული ზიანი ძალადობას არ წარმოადგენს . არსებობს დიდი განსხვავება ჩაფიქრებულ მოქმედებისა და მის ჩაფიქრებულ შედეგებს შორის. შეიძლება, რომ წინასწარგანზრახვით განახორციელოს ადამიანმა რაიმე აქტი, რომელიც ობიექტური სტანდარტებით განხილული იქნება როგორც სახიფათო, თუმცა ეს ადამიანი სულაც არ მიიჩნევდეს მას სახიფათოდ . ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის კლასიფიკაციიით, ძალადობა 3 ფართო კატეგორიად იყოფა ძალადობის კატეგორიები 1) საკუთარი სიცოცლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა 2) პიროვნებათშორისი ძალადობა 3)კოლექტიური ძალადობა საკუთარი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა მოიცავს სუიციდის ქცევასა და საკუთარი თავის მიმართ სასტიკ მოპყრობას, თვითდაზიანებებს. პიროვნებათშორისი ძალადობა იყოფა 2 ქვეჯგუფად: 1)ძალადობა ოჯახში ან ძალადობა ინტიმურ პარტნიორზე 2) ძალადობა თემში. ანუ იმ ადამიანებზე, ვისთანაც მოძალადე ნათესაურ კავშირში არ იმყოფება კოლექტიურ ძალადობაში მოისაზრება სოციალური(ტერორისტული აქტები და ა.შ), პოლიტიკური(ომები ) და ეკონომიკური ძალადობა (ჯგუფების თავდასხმები ეკონომიკური გამორჩენის მიზნით) ძალადობის ბუნება კი არის ოთხი სახის, რომლებსაც უკვე ბავშვთა მიმართ ძალადობის მხრივ განვიხილავ 1) ფიზიკური 2)სექსუალური 3)ფსიქოლოგიური 4)უგულვებელყოფა რაც შეეხება ბავშვთა მიმართ ძალადობას, ეს არის ნებისმიოერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფიზიკური ან ფსიქიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და განვითარებას . ფიზიკური ძალადობა არის ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმით დაზიანებას. ის შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი ისე განმეორებადი . აუცილებელი არ არის, რომ მან სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს, ფიზიკურ ძალადობად რატომღაც საზოგადოება არ მიიჩნევს ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა ჩქმეტა, ჩხვლეთა, წამოთაქება და ა.შ, თუმცა კი ისინიც ძალადობის სახეებია. ემოციური ძალადობა არის სიტყვიერი ან ქცევითი ზემოქმედება იწვევს ბავშვში შიშის, დამცირების, მარტოობის გრძნობას და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საზიანოა. აქაც გვაქვს საზოგადოების არასწორ დამოკიდებულებასთან საქმე. პირველი პრობლემა არის ის, რომ ისინი ემოციურ ძალადობას ყველაზე ნაკებ ყურადღებას აქცევენ მაშინ, როცა ის ყველაზე სერიოზული პრობლემაა და მისი რთულად ამოცნობაც ამძიმებს მდგომარეობას.ბავშვის სხვებთან შედარება, იქნება ეს და-ძმები თუ სხვა, ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითია, მიუხედავად იმისა, რომ მას სერიოზულად თითქმის არავინ აღიქვამს . ემოციური ძალადობის ქცევებია : ბავშვის უარყოფა - მისთვის იმის ჩვენება, რომ არ არის სასურველი . იზოლირება - სხვა ბავშვებთან სოციალური ურთიერთობის შეზღუდვა. ტერორიზება - მასში მოიაზრება საყვედურები, აგრესია, დაცინვა, დამცირება და ა.შ სოციალური გარყვნა - უკანონო ქცევებში ჩათრება, ისეთებში როგორებიცაა :ქურდობა, მათხოვრობა და ა.შ სექსუალური ძალადობა ნიშნავს ბავშვის გამოყენებას სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ის გულისხმობს ეროტიულ ალერსს, თვალთვალს, ბავშვისათვის სექსუალური სახის ვიდეოებისა და სურათების გადაღებას, პორნოგრაფიის შემცველი ჯურნალების, ფილმების ნახვის ნებართვას, საუბრებს სექსზე, სხეულით ვაჭრობის იძულებას და ა.შ. უგულებელყოფა გულისხმობს ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების რეგულარულად დაუკმაყოფილებლობას. ბავშვი უგულებელყოფილია თუ მას აკლია საკვები, ტანსაცმელი, მოვლა, ყურადღება, სამედიინო მეთვალყურეობა, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას. (ამ შემთხვევაში არ იგულისხმება ეკონომიკური მდგომარეობის გამო ტანსაცმლის ნაკლები რაოდენობა.იგულისხმება ის, რომ ბავშვს შესაძლოა ზამთარში ეცვას მოკლემკლავიანი მაისური) უგულებელყოფის სამი სახე არსებობს : ფიზიკური -ანუ ბიოლოგიური საღიროების დაუკმაყოფილებლობა ემოციური- ფსიქოლოგიური საჭიროების დაუკმაყოფილებლობა სოციალური- ბავშვის სოციალიზაციაზე, მის განათლებაზე და ა.შ ზრუნვის არ ქონა. საინტერესოა ამ ყველაფრის შემდგომ იმის გაგება თუ რა აზრისაა საქართველოს მოსახლეობა ძალადობის შესახებ . გაეროს ბავშვთა ფონდმა 2013 წელს ჩაატარა ეროვნული კვლევა „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში“. კვლევის მიერ შესწავლილი იქნა ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოებაში არსებული ცოდნა, დამოკიდებულება და პარაქტიკა. მთელი ქვეყნის მაშტაბით 3284 ოჯახში გამოიკითხა 3345 ადამიანი. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობიდან ძალადობის დასახელებული ფორმებიდან არცერთი არ იცოდა 2%-მა ერთი იცოდა 6%-მა ორი 15%-მა სამი 32%-მა ხოლო ყველა დასახელებული ძალადობის ფორმა იცოდა 44%-მა აღნიშნული სტატისტიკა არც თუ ისე სახარბიელოა რადგან, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა ვერ ამოიცნო ძალადობის ყველა ფორმა, რაც რათქმაუნდა ზრდის ძალადობის ჩადენის ფაქტთა რაოდენობას და მის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას. ყველაე ნაკლებად მათ ფსიქოლოგიურ ძალადობის არსი ესმოდათ. ამასთან ერთად გამოიკვეთა შემდეგი ფაქტები : საქართველოში საზოგადოების 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს და თვლის, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე ბავშვი „გაფუჭდება“.ბავშვის მიმართ ფიზიკური დასჯის შემთხვევა აღიარა ქალების 30%–მა და კაცების 17%–მა.ზოგადად ძალადობის ფაქტს უფრო მისაღებად ქალები მიიიჩნევდნენ, რაც საყურადღებოა, რადგან ეს კიდევ უფრო ღრმა მიზეზებზე მიუთითებს, თუნდაც იმაზე, რომ როგორც წესი, ძალადობის სხვერპლნი ქალები უფრო ხშირად არიან . ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩანს რომ საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ძალადობის მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ, რაც აუცილებლად მისი გარკვეული რაოდენობით შემცირების წინაპირობა იქნება . 40 შეფასება არ არის
|