ევროპა და აზია, ორი ურთიერთდაპირისპირებული კონტინენტია. დილემათა შორის გამოირჩევა ფილოსოფიისა და რელიგიის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ ღეძული დროიდან იღებს სათავეს. აღმოსავლური და დასავლური ფილოსოფიური მოძღვრებები ერთსა და იმავე პრობლემას სხვადასხვა ჭრილით განიხილავენ.
ჰეგელი აღნიშნავს, რომ მართალია აღმოსავლეთში არსებობდა გარკვეული მოძღვრებები უკვე ძვ.წ. VII-VI სს-ში, მაგრამ ფილოსოფია თავისი ჭეშმარიტი არსით დასავლეთში ჩამოყალიბდა და განვითარდა. ანტიკურ საბერძნეთში ფილოსოფია ცალკე მეცნიერებად ჩაისახა და გამოაცალკევა
რელიგიისაგან.
გუსტავ იუნგიაღნიშნავს, რომ დასავლეთს ახასიათებს ექსტრავენტული პოზიცია, ხოლო აღმოსავლეთს ინტრავენტული.აღმოსავლეთში ადამიანი უნივერსუმი ურთიერთკავშირში არიან. დასავლეთმა კი ადამიანი გააბატონა.
კარლ იასპერსი აქტიურად ეხება ამ პრობლემას და აღნიშნავს, რომ დასავლეთმა ბევრი რამ გადაიღო აღმოსავლური მოძღვრებებიდან, კერძოდ, ჩინური და ინდური, მაგრამ ევროპელები მათი კვლევისას მისაღებად თვლიან, მხოლოდ იმას, რაც მათთვის არის
დამახასიათებელი. დანარჩენს კი უარყოფდნენ, ყველაზე მნიშვნელოვანსა და ფუნდამენტალურს აღმოსავლურ ფილოსოფიაში.
ალბერა შვაიცერ აღმოსავლთისა და დასავლეთის საკითხების კვლევისას, განსაკუთრებით დაინტერესდა შოპენჰაუერისა და პაულ დოისენის კვლევებით და აღმოაჩინა, რომ ორივეს დამოკიდებულება ინდური აზროვნების შესახებ მცდარი იყო, რადგანაც ეს მსოფლმხედველობა არ არის დაფუძნებული, მხოლოდ გრძნობადი სამყაროსა და სიცოცხლის უარყოფისკენ. ამგვარ უარყოფას დასავლეთშიც აქვს ადგილი. ორივე მათგანში აღინიშნება დადებითი მხოფლმხედველობრივი პოზიციები. შვაიცერი აღმოსავლეთისა და დასავლეთის აზროვნების თავისებურებებს დადებითი და უარყოფითი ნიშნებით განსაზღვრისას საბოლოოდ ხაზს უსვამს, რომ ორივე ასპექტი გამოიხატება მათში, თუმცა აღმოსავლეთში უარყოფითი უფრო მეტი უფრო
მეტი დოზით გამოვლინდება, დასავლეთში კი პირიქით. იგი არცერთ მათგანს არ ანიჭებს უპირატესობას
რადგან ორივეს ახასიათებ ნაკლოვანებები. რაც შეეხება ვივეკანადას, ინდოელებს „მარადიული ჭეშმარიტების“ მფლობელებად მოიხსენიებეს, რითაც ყოველთვის ევროპელებზე მაღლა დგებიან, თუმცა აქ ფილოსოფია ვერაფერს აკეთებს სოციალური საკითების გადასაწყვეტად.
ვივეკანადა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფილოსოფიასთან მიმართებაში რელიგიას, რადგან ირაციონალური და რაციონალურ-ინტელექტუალური სფერო ერთმანეთშს მოითხოვენ, ხოლო ინდოეთში
თავიდანვე ერთმანეთს ერწყმოდა ისინი. შვეიცერი მიუთითებს, ვივეკანადას ნაკლს, რომ მას არ სურდა ეღიარებინა აზროვნების ორი ტიპისდასავლურისა და აღმოსავლურის არსებობა .
ჩატერჯი და დატტა ინდური ფილოსოფიის განმასხვავებელ ნიშნად თვლიან მოძღვრებების ერთმანეთთან ტოლერანტობას. სხვა მოძღვრებების გათვალისწინებას საკუთარი მოძღვრების წანამძღვრების საფუძვლიან კვლევას. ინდური ფილოსოფიის სისტემის არსად ალექსეი ვედენსკი, ბრაჰმანიზმს მიიჩნევს.
მონორონჯონ როის ეკუთვნის ნაშრომი „ინდოეთის ფილოსოფია“, ერთმანთის პარალელურად განიხილავს აღმოსავლურსა და დასავლურ მოძღვრებებს, მათი განვითარების გზას, რასაც თან ურთავს ვულგარულ-მატერიალისტურ წანამძღვრებებს. ავტორის მიერ ასეთი მიდგომა არ არის მართებული, ის უბრალოდ გამოხატავს
თავის ფანსაკუთრებულ პატივისცემას მატერიალიზმი, რაზეც ჩარცაკა-ლოკაიტას განხილვაც მიუთითებს ინდური ფილოსოფიის დასაწყისშივე.
რუსი მეცნიერებიდან ბუდიზმის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა შტერმატსკოიმ, დააარსა „ბიბლიოთეკა ბუდისტიკა“ მან კანის ფილოსოფიური გადატრიალების
ანალოფიად მიიჩნია ბუდიზმი. ვივეკანადას აზრით, შეუძლებელია ყველა ერი თუ რასა ერთნაირად ძიერი იყოს ყველასფეროში. აღმოსავლური ფილოსოფია შინაგანი სამყაროს შესწავლით საზრდოობს, რაშიც თავის დროზე მოიკოჭლებენდნენ ევროპელები,
სამაგიეროდ თანამედროვე დასავლეთი ძლიერი არის გარე სამყაროს შესახებ ფილოსოფიურ ცოდნაში. ეს ორი ფილოსოფიური ხედვა არა თუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ ავსებენ და გვაწვდიან მსჯელობის სხვადასხვა ვარიაციებს.