x
image
თამმარ თედიაშვილი
ნირვანა ბუდიზმში

image ნირვანას ცენტრალური ადგილი უკავია ბუდიზმში, ეს არის ადამიანის სულიერი მდგომარეობის განსაკუთრებული ფენომენი, რაზეც თავად „ნირვანა“ მეტყველებს. „ნირ“ - უარყოფის პრეფიქსია მათ ენაში, ხოლო „ვანა“ - წვა, რაც გულისხმობს
ადამიანური სურვილებისა და ვნებების უგუვებელყოფას და მათზე კონტროლს. ბუდას შვიდი წელი დასჭირდა ან სრულყოფილებამდე მისაღწევად. მან ჩამოაყალიბა „ოთხი დიადი“ ჭეშმარიტება, რომელიც გზას გისახავს სულიერ გასხივოსნებისაკენ. სანსარადან ნირვანაში გადასასვლელად, რაც თავის მხრივ კიდევ რვა საფეხურის შესრულებას მოითხოვს: სწორი შეხედულება, განზრახვა, განზრახვა, მეტყველება, მოქმედება, აზრის მიმართულება და ყურადღების მიპყრობა.
ბუდა ხსნიდა, რომ „ნირვანა“ არ არის სიკვდილი ან სიცოცხლე, ეს არის მათგან განთავისუფლება, ზე საფეხური, სანსარას ჯაჭვისგან თავის დახსნა, რომელიც მან მოახერხა და დადგა ღმერთსა და სხვა კოსმიურ არსებებზე მაღლა. ფიქრობდა, რომ imageკაცობრიობა იმყოფებოდა ღრმა ძილში და ამ სულიერი მდგომარეობიდან, მათი გამოყვანა დაისახა მიზნად. ბუდამ დაიწყო თავისი მოძღვრების ზეპირად გადაცემა და მრავალი მიმდევარიც გაუჩდნა. ის ზუსტად არ განმარტავს რას განიცდის სული ამ მდგომარეობაში, ხშირად ქარაგმულად გადმოსცემს სათქმელს. თუმცა, ამბობს, რომ იგი შეხვდა დემონ „მარას“, რომელმაც გამოცდა მოუწყო და ბოროტება დაძლია, რის შემდგომაც დაძლია „ტრიშნა“ სურვილი, რის შემდგომაც კიდევ ემბრიონად
ყოფნისას უჩნდება ადამიანს. შემდეგ, თვით ღმერთი ბრმაჰმა ეწვია და უხილავი ზესამყარო შეიცნო. ნირვანაში ერთმანეთს ერწყმის ინტელექტის, გრძნობის და ნების ადამიანური უნარები.

ბუდამ ჩამოაყალიბა, ადამიანად ყოფნის, ტანჯვის მთავარიმიზეზები, ყოფიერების ამ ბორბალს კი „ბჰავა-ჩაკა“უწოდა. იგი შედგება თორმეტი სურვილისგან ავიდეა, კარმული ძალები, ფსიქო-ფიზიკური ცნობიერება, გრძნობის ორგანოები და აზროვნება, შეხება გრძნობა, ლტოლვა, მისწრაფება, ცხოვრების ნება, დაბადება, მოხუცებულობა, სიკვდილი.ამ თორმეტსაფეხურებრივი ტანჯვისგან ხსნად „ოთხი დიადი ჭეშმარიტების“ ფლობაა სავალდებულო.„ბჰავა-ჩაკასა“ და ხსნის რვასაფეხურებრივი გზის შესახებ თითოეულ ავტორთან განსხვავებული ვარიაციებს ვხვდებით (ჩატერჯი, დატტა, რადჰაკრიშნადა ა.შ.), მაგრამ სულის ხსნის გზა, რომელზეც ყველა თანხმდება რთული მედიტაციური გზაა, რასაც მივყავართ კიდეც ნირვანამდე.

image

ამერიკელი მკვლევარი გოლმანი ეყრდნობა „აბჰიდჰარმას“ და „ვიშუდჰიმაგას“, რომელზე დაყრდნობითაც ნირვანას მდგომარეობას წინ უსწრებს ოთხი მოსამზადებელი საფეხური: შილა, სამათჰი, პრაიანა და დჰიანა. პირველი სამი საფეხური ერთმანეთზე მჭირდროდ არის გადაჯაჭვული, რაც მირვანასთან აახლოებს ადამიანს, რომელსაც უწევს მკაცრი და ზოგჯერ უჩვეულო მოთხრობების შესრულება. ამ ეტაპისათვის დამახასიათებელია ხუთი მოთხოვნის დაცვა „ჰანჩა-შილა“: არა კაც ჰკლა, არ იქურდო, არ იმრუშო, არ ილოთო, არ იცრუო. ეს მოთხოვნები ეხება მხოლოდ საერო პირებს. ბუდისტი ბერებისთვის მოთხოვნები 227-მდე აღწევს. მათ შორისაა მათხოვრობა, რაც საკუთარი „ეგოსა“ და პატივმოყვარეობის გადალახვას გულისხმობს. აგრეთვე, კარგი კონცენტრაციის უნარი, მის ასამაღლებლად იყენებდნენ უხსენებელისადმი შიშის დაძლევას, ამზადებენ საგნების
გამოყენებას, ღამით სასაფლაოზე ძილს და ა.შ. ნირვანას მდგომარეობაში ტანჯვა და სიამოვნება ერთიანდება ისევე, როგორც ბუდას შემთხვევაში. მისი თვითვემა, საბოლოოდ პოზიტივად გარდაიქმნა ნირვანას ექსტაზში, ანუ ტანჯვა, როგორც ბედნიერების ნეგატიური სახე.
image ნირვანას გვერდით არსებობს ნიროდი, რომელიც ნაკლებად მოხვდა დასავლური ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნების არეში, ნიროდი არის ნირვანას შემდგომი საფეხური. ნირვანაში ადამიანის ცნობიერების პროცესის ნაირსახეობრივი განცდა, ნიროდში ცნობიერება სრულად ქრება. ეს არის სრულ უმოქმედობაში, სიცარიელეში შესვლა, რომლის დროსაც აღარ იგრძნობა სუნთქვა, წყდება გულის ცემა, ნივთიერებათა
ცვლის პროცესი, თუმცა ეს არ არის გარდაცვალება, რადგან თავად ადამიანი ადგენს ნიროდის ხანგრძლივობას.

3
270
5-ს მოსწონს
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
270
  
2016, 21 ივლისი, 15:01
ე.ი. ნირვანას მოსდევს ნიროდი, რომელიც, თავისთავად, საფეხურებად იყოფა... რამდენად ძლიერი უნდა იყო ადამიანი, რომ მოწყდე ყოფით პრობლემებს და მხოლოდ სულზე იზრუნო... ეს, ჩემი აზრით, ნებისმიერ ფიზიკურ შრომაზე ძნელია.
2016, 21 ივლისი, 0:52
ნირვანა არ არის ბოლო ეტაპი. მის შემდეგ არსებობს ნიროდის საფეხური, რომლის დროსაც არამიანის გულისცემაც კი წყდება. ნირვანას შემთხვევაში კი სუნთქვა. ეს არ არის გარდაცვალება, რაღაც ზე საფეხურია მათ შორის და მართლა ძალიან საინტერესო ფენომენია. მხოლოდ და მხოლოდ მრავალწლიანი ვარჯიშებისა და მედიტაციის ხარჯზე შეიძლება ნიროდის მიღწევა ისევე, როგორც ნირვანასი, წამიერი გონების განათებისგან განსხვავებით, რასაც ჩვენ დეჟავიუს ვუწოდებთ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაემართოს ადამიანს. ერთ-ერთი ცნობილი ბუდისტი ბერი სწორედ ნიროდის მდგომარეობაში გარდაიცვალა. უახლოეს მომავალში ვეცდები ვრცელი სტატია მოვამზადო ამ თემასთან დაკავშირებით.
2016, 21 ივლისი, 0:03
რა საინტერესო სტატიაა! ,,ნიროდი,, არ ვიცოდი რა იყო და ,,ადამიანობის,, რომელ საფეხურზე უნდა იდგე, რომ ეს გამოსცადო?
0 1 3