x
image
alex999
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ტომი - ომო!

მდინარე ომოს ხეობა ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ამ ტერიტორიას “აფრიკის მიჯნასაც” (the last frontier) უწოდებენ. ომოს ხეობაში ცხრა ტომი ცხოვრობს, რომელშიც დაახლოებით 225 000 ადამიანია გაერთიანებული. მოსახლეობის უმეტესობა აქ სუფთა სასმელი წყლისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე არსებობს.


მინგი – გავრცელებული რწმენაა ომოს ხეობის ტომებს შორის, რომლის მიხედვითაც ფიზიკური ანომალიების მქონე ბავშვები დაწყევლილებად, ან ავი სულებით შეპყრობილებად ითვლებიან და ეს რწმენა მათ რიტუალურ სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. მსგავსი დაავადების მქონე ბავშვებს ხშირად მარტო ტოვებენ უდაბნოში, ყოველგვარი სასმელი წყლისა და საჭმლის გარეშე, ან მდინარეში ახრჩობენ.

image

ტომი, მსოფლიოს სხვა ტომებისგან განსხვავდება სამკაულებით, ტუჩების გაზრდით და სხვა უცნაური წეს-ჩვეულებებით.

image

ომოს ტომის მცხოვრებთა სხეულზე ჩატარებული ექსპერიმენტები ტურისტების ყურადღებას ძალიან მარტივად იპყრობს. ისინი მარტივად ახერხებენ ტუჩების, ყურებისა და ყელის მარტივად მოდელიზირებას. ერთი შეხედვით ეს ძალიან რთული და მტკივნეული ჩანს, მაგრამ ომოს ტომისთვის ეს უბრალოდ შესასრულებელი მოვალეობაა...

image


ტუჩების გაზრდის შესახებ არსებობს ორი თეორია:


პირველი თეორიის თანახმად, ტუჩის გაზრდა დაიწყო იმის გამო, რომ მოსაზღვრე ტომის მებრძოლებმა არ მოიტაცონ ტომის ქალები და მამაკაცები მონობისთვის, რადგან ქალებს დიდი ტუჩები ვიზუალურად ძალიან "ამახინჯებს"!


მეორე თეორიის თანახმად, მათ სურდათ ყოფილიყვენენ "ლამაზები და განსხვავებულები"!


image

სინამდვილეს უფრო მეორე თეორია შეესაბამება, ვინაიდან ტომის ახალგაზრდა გოგონების უმეტესობა 20 წლამდე ასაკში თხოვდება. ტუჩებს შორის მოთავსებული ნივთი, რამდენადაც უფრო დიდია, იმდენად ბევრი პატარძალზე გადასახდელი თანხაც!

image

მდინარე ომოს ხეობაში(ეთიოპია) უკანასკნელი სტატისტიკით 20-მდე ტომი ცხოვრობს. წარმოგდიდგენთ ამ ტომებს:

ჰამერის ტომი

image

კარას ტომი

image

სურმას ტომი

image

image

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

3
329
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
329
  
2016, 1 აგვისტო, 21:02
სასწრაფოდ აიღეთ ეს სტატია,თორემ მთავრობა უვიზო რეჟიმს დაგვიწესებს......ინდოეთთან და პაკისტანთან ხომ გვაქვ უკვე უვიზო მიმოსვლა,...ხოდა ტომი რაღა გახდა
2016, 20 ივლისი, 12:28
განსხვავებულები კი არიან, მაგრამ სილამაზის რა მოგახსენი?
0 1 3