საზოგადოებრივი ერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცა 2016, 22 ივლისი, 14:56 V საუკუნეში ბარბაროსებმა (რომაელები ასე ეძახდნენ ძველ გერმანულ ტომებს) რომი დაიპყრეს. მუდმივი ქალაქის განადგურებისა და რომის იმპერიის დაცემასთან ერთად, დასრულდა ანტიკური ეპოქა (ძვ. წ. აღრ VII - ახ. წ. აღრ. V სს.) და დაიწყო შუა საუკუნეები, რომელიც 10 საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა და ის შემდგომში, აღორძინების ეპოქამ შეცვალა. სწორედ იმის გამო, რომ კაცობრიობის განვითარების 10 საუკუნოვანი ისტორია, ორ ეპოქას შორის არის მოქცეული, მას შუა საუკუნეები დაარქვეს, ყოველგვარი დამატებითი ტერმინების გარეშე. არა და, ეს იყო ეპოქა სამყაროს შემეცნების, სხვადასხვა სახის აღმოჩენი, მოგზაურობის, არქიტექტურის, მხატვრობის, მუსიკის, მწერლობის, დრამატურგიის... ამ რეალური სამყაროს გვერდით, რომელიც მეცნიერების, ხელოვანების, მოგზაურების, მეომრების, მეფეების და უბრალო ხალხისგან შედგებოდა, არსებობდნენ ჯადოქრები და წინასწარმეტყველები. ზოგი მათგანი ისეთი კეთილი იყო, როგორც მერლინი – მეფე არტურის მრჩეველი და მეგობარი, ზოგიც ბოროტი – როგორც მორგანა. ამ ზღაპრულ სამყაროში, ხალხთან ერთად ცხოვრობდნენ გოლიათები, ურჩხულები და ელფები. რაინდები იმ პერიოდში, ჯვაროსნულ ლაშქრობაშიც ღებულობდნენ მონაწილეობას და დრაკონებსაც ებრძვოდნენ. კელტები ირლანდიაში, ჩვენს ერამდე, I ათასწლეულის II ნახევარში გამოჩნდნენ. ლეგენდის თანახმად, მათ გამოჩენამდე, კუნძულზე ღმერთები ცხოვრობდნენ (ძველ დროში, ღმერთს იმ ადამიანს ეძახდნენ, ვინც დიდი ინტელექტით გამოირჩეოდა და ხალხს ცხოვრებაში ეხმარებოდა, საკუთარი ცოდნის გაზიარებით და რჩევა-დარიგებით). სავარაუდოდ, კუნძულზე მისულ კელტებს, ეტრუსკული ცივილიზაციის წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებიც ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულის ბოლოს, გამოჩდნენ ევროპაში. მათი ერთი ნაწილი დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე დასახლდა, ხოლო II – ირლანდიის კუნძულზე. სწორედ მათ გადასცეს კელტებს თავიაანთი ცოდნა* და უმაღლესი კლასის (ფენის) ბრძენებად გამოაცხადეს ისინი. ბრძენების კასტა სამი ჯგუფისგან შედგებოდა. I ჯგუფში შედიოდნენ დრუიდები (ჯადოქრები); II ჯგუფში - ფილიდები (წინასწარმეტყველები); III ჯგუფში - ბარდები (მოხეტიალე პოეტი-მომღერლები); ფილიდებისგან განსხვავებით, ბარდებს არ ევალებოდათ კანონების და ტრადიციების ცოდნა. მათ ხალხის სულსაც ეძახდნენ, რადგან სულ ხალხში ტრიალებდნენ და თავიაანთი სიმღერებით ღმერთს, ომში დაღუპულ და გამარჯვებულ გმირებს გნადიდებდნენ. * იტალიაში დასახლებული ეტრუსკების ცოდნა და კულტურა რომაელებმა შეითვისეს და შემდეგში, საკუთარ კულტურად გამოაცხადეს. მაგ., რომაული ციფრები, სინამდვილეში ეტრუსკულია. ძვ. წ. აღ. I საუკუნეში ეტრუსკული ცივილიზაცია უკვე აღარ არსებობდა. მათი მიწები რომაელებმა დაიპყრეს და დროთა განმავლობაში, მოსახლეობის სრული ასიმილაცია მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეტრუსკები ბევრად უფრო განვითარებული და განათლებულები იყვნენ, ვიდრე ევროპაში მცხოვრები სხვა ხალხები. ჰქონდათ საკუთარი ენა და დამწერლობა. ყველამ იცოდა წერა-კითხვა, მათ შორის ქალებმაც, რომლებიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ. 1086 8-ს მოსწონს
|