მოგზაურობა 10 ქვეყანა,სადაც ყველაზე იაფი დაგიჯდებათ ცხოვრება და დასვენება 2016, 19 ივლისი, 15:46 რომელ ქვეყანაში შეიძლება დაისვენო ან იცხოვრო სიამოვნებით, კომფორტულად და თან ამისთვის მინიმალური ხარჯები დაგჭირდეს?ფორუმ Quora-ზე ყველაზე პოპულარული პასუხები გამოქვეყნდა.
10)ნიკარაგუა-ბევრი ამბობს, რომ ნიკარაგუა ახალი კოსტა-რიკაა, ფანტასტიური კურორტები, კომფორტული და ამასთანავე ხალხმრავლობა არ შეგაწუხებთ.ადგილზე ცხოვრება და გართობა გროშები ღირს. მაგალითად სერფინგით გასეირნება ცენტები დაგიჯდებათ, საწოლი ჰოსტელში დღე-ღამე 5$ ღირს, ხოლო კომფორტული სახლი თვეში 200$-ად შეგიძლიათ იქირავოთ. 9)ბულგარეთი-(ან მეზობელი რომელიმე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა) ხშირად ითვლება, რომ ევროპაში ყოველთვის უფრო ფასები ძვირია, ვიდრე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ან აფრიკის ტურისტულ ცენტრებში.თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ფასები ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე. მაგალითად, ბულგარეთში ლიტრი ლუდი 1, 50$ შეგიძლიათ შეიძინოთ. 8)ჩინეთი-ჩინეთში განსაკუთრებით იაფია ტრანსპორტი, მაგალითად შეგიძლიათ ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორემდე სულ რაღაც 1$-ად გადაადგილდეთ. 7)ნეპალი-2015 წლის აპრილში აქ საშინელი მიწისძვრა მოხდა, თუმცა ქვეყანა ღიაა ტურისტებისათვის, კომფორტი და სიიაფე, თუმცა ჯობია იქ სექტემბრამდე არ დარჩეთ, რადგან მაგ დროს წვიმების სეზონი იწყება. 6)ინდოეთი-ეს დიდი ლამაზი ქვეყანაა, თუმცა საკმაოდ ბინძური.თუ დააპირებთ აქ ცხოვრებას, შესაძლებელია აქაც იპოვოთ სუფთა და განცალკევებული ადგილი. ფასები საოცრად დაბალია, მაგალითად შემწვარი ქათამი ბრინჯით აქ 60 ცენტი დაგიჯდებათ, ხოლო 2$-ად შესაძლებელია იმოგზაუროთ მატარებლით, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება. 5)ტაილანდი-მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ტურისტებისთვის უკვე ძალზე პოპულარული გახდა, ფასები მაინც არ მომატებულა.კვლავ სიიაფე და კომფორტი. სოფელში, ჯუნგლების სიახლოვეს შეგიძლიათ დასახლდეთ დღე-ღამეში 4$-ად. 4)ლაოსი-ნამდვილი სამოთხეა ტურისტებისათვის, ულამაზესი მთები, ბუდისტური მონასტრები, ულამაზესი ჩანჩქერები . ნავი აქ გადაადილების ძირითადი საშუალებაა, საოცრად სტუმართმოყვარე და კეთილი ხალხია.საოცრად იაფია თევზი, ქუჩაში ჭამა 1$-ზე მეტი არ დაგიჯდებათ, ხოლო სასტუმროს ნომერი 10-იდან 30 $-მდე ღირს. 3)-ვიეტნამი-ვინც ამ ქვეყანაში ნამყოფია ყველა ადასტურებს, რომ იქ ულამაზესი ადგილებია. ამ ქვეყნაში შეგიძლიათ კომფორტულად იცხოვროთ და გემრიელად მიირთვათ, თითქმის ყველა კერძი 20-22 ათასი ვიეტნამური დონგი ღირს ანუ 1$-ი. 2)კამბოჯა-ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასვენების ადგილი მცირებიუჯეტიანი ტურისტებისათვის, ულამაზესი ადგილები, კომფორტი და სუპერდემოკრატიული ფასები. აქაურ რესტორანში სადილი 5$ დაგიჯდებათ, ხოლო ერთი კათხა ლუდი სულ რაღაც 0, 25 ცენტი ღირს. 1)ინდონეზია-ამ მშვენიერ ქვეყანაში შესაძლებელია მაშინაც კი ამაყად იგრძნოდ თავი თუ რამდენიმე ათეული დოლარი გიჩხავით ჯიბეში...აქ თამამად შეგიძლიათ კარგად ისადილოთ 1 დოლარად, ხოლო კომფორტული სასტუმროს ნომერი $9 -დან $25 -მდე ღირს. 886 7-ს მოსწონს 1-ს არა
|