ბევრი ადამიანი დარწმუნბულია, რომ ბედისწერა არსებობს და ცდილობენ წინასწარ გაიგონ, თუ რა ელით მათ მომავალში.
ნაპოლეონ ბონაპარტე წინასწარმეტყველების და მკითხავების სჯეროდა და ხშირად ეკითხებოდა მათ რჩევას. ის ყველაზე მეტად ორი წინასწარმეტყველს ენდობოდა: სახელგანთქმულ ფრანგ მკითხავს მარი ლენორმანს და საიდუმლოებით მოცულ “წითელ ადამიანს". პარიზელების აზრით, ეს უკანასკნელი, ადამიანი კი არა, სულ იყო, რომელიც ნაპოლეონს დროდადრო სტუმრობდა.
ნაპოლეონ ბონაპარტი 1769 წ. 15 აგვისტოს, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, კუნძულ კორსიკაზე. მას 5 ძმა და 3 და ჰყავდა. კუნძული კორსიკა იტალიას ეკუთვნოდა და ნაპოლეონის დაბადებამდე, ერთი წლით ადრე, საფრანგეთს გადაეცა. ამიტომ, მოსახლეობა კუნძულზე იტალიურად საუბრობდა. ნაპოლეონმა ფრანგული ისწავლა და პარიზში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. 1792 წელს მან პარიზის უმაღლესი სამხედრო სკოლა დაამთავრა და საფრანგეთიდან წასვლა გადაწყვიტა, რათა ბედნიერება სხვა ქვეყანაში ეპოვა. მაგრამ, ვიდრე ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავდა, გადაწყვიტა ცნობილ მკითხავთან, ლენორმანთან წასულიყო და რჩევა ეკითხა. ნაპოლეონმა მისვლის თანავე, ისე რომ თავისი სახელიც არ უთქვამს, პირდაპირ ჰკითხა, თუ რა ელოდა მას მომავალში. მკითხავმა პირდაპირ განუცხადა, რომ ახალგაზრდა ოფიცერმა არ უნდა დატოვოს საფრანგეთი და ამის საშუალებას არც მისცემდნენ. მაგრამ, ვინ არ გაუშვებდა ქვეყნიდან, არ უთქვამს. ნაპოლეონი განცვიფრებული იყო იმით, რომ მკითხავმა გაიგო მისი გეგმების შესახებ, წასვლასთან დაკავშირებით და მაშინვე ნდობა გაუჩნდა მის მიმართ. მითუმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მკითხავმა მას სხვა სასიამოვნო ინფორმაციაც მიაწოდა. ლენორმანის თქმით, ნაპოლეონი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა საფრანგეთის ისტორიაში, ხოლო ქვრივი ქალი მას ბედნიერებას მოუტანდა და ამ უკანასკლენის გავლენით დიდ მწვერვალებს დაიპყრობდა. მკითხავმა საუბრის ბოლოს ის გააფრთხილა, რომ მას დიდი უბედურება დაატყდებოდა თავს, თუ უმადურობას გამოიჩენდა, ხოლო როდესაც ემშვიდობებოდა, შექსპირის ციტირება მოახდინა: “დიდება შენ, მაკბეტ! მეფე გახდები!".
და წინასწარმეტყველებამ ახდენა დაიწყო... მკითხავთან ვიზიტის შემდეგ, ბონაპარტი იმ არმიის არტილერიის უფროსად დანიშნეს, რომელიც ინგლისელების წინააღმდეგ, ტულონის გათავისუფლებისთვის იბრძვოდა. იქ მან შესანიშნავი საომარი ოპერაცია ჩაატარა და ქალაქი ფრანგების ხელში გადავიდა. ბრძოლის შემდეგ, 24 წლის ნაპოლეონი ბრიგადის გენერალი გახდა და ეს მისი თავბრუდამხვევი კარიერის მხოლოდ დასაწყისი იყო. 27 წლის ნაპოლეონი უკვე საფრანგეთის სამხრეთის არმიის უფროსად დაინიშნა, სადაც თავისი პოლიტიკური და სამხედრო ნიჭის დემონსტრირება მოახდინა – ავსტრიის არმიას შეებრძოლა, რომელსაც იტალიის ჩრდილოეთ ნაწილი ჰქონადა დაპყრობილი და დაამარცხა. ხალხი სიხარულით ხვდებოდა მათ განმათავისუფლებელ ჯარს, ხოლო ნაპოლეონის სახელი ევროპაში უკვე ყველამ იცოდა.
ნაპოლეონმა ჟოზეფინა ბოგარნი მანამდე გაიცნო, ვიდრე გამოჩენილი მხედართმთავარი და არმიის ხელმძღვანელი გახდებოდა. ჟოზეფინა საფრანგეთში არ იყო დაბადებული. მისი მშობლები კუნძულ მარტინიკიდან იყვნენ და თავად ჟოზეფინა კრიოლი იყო. ის ფრანგ ოფიცერზე ბოგარნზე იყო გათხოვილი, მაგრამ რევოლუციის დროს მისი ქმარი დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ჟოზეფინა ციხეში ჩასვეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. ჟოზეფინამ, იმისათვის რომ წარსული დაევიწყებინა და ფული ეშოვა, მოდის სახლი დააფუძნა პარიზში. ის საფრაგეთში ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად ითვლებოდა. სწორედ მაშინ შეამჩნია მომავალმა იმპერატორმა ახალგაზრდა ქვრივი. 1796 წლის 9 მარტს ჟოზეფინა და ნაპოლეონი დაქორწინდნენ. მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ქორწინების მიზეზი მხოლოდ სიყვარული არ ყოფილა. ეს ერთგვარ გარიგებასაც წარმოადგენდა, რომლის მიხედვით, ჟოზეფინა რევოლუციონერი გენერლის ცოლი გახდა და წარსულის “შლეიფი" სამუდამოდ მოიცილა, ხოლო არმიის უფროს, საშუალება მიეცა საფრანგეთის ელიტას დაახლოებოდა, რომელთანაც ჟოზეფინას ახლო ურიერთობა ჰქონდა (მისი გარდაცვლილი მეუღლე დიდგვაროვანი თავადაზნაური და რევოლუციონერი იყო, რომელიც ყალბი ბრალდების გამო დასაჯეს სიკვდილით). მალე ახალდაქორწინებულები ერთმანეთს დაშორდნენ, რადგან ბონაპარტი ეგვიპტეში წავიდა საომრად.
ნაპოლეონის წასვლის შემდეგ, საფრანგეთში პოლიტიკური სიტუაცია შეეიცვალა. ავსტრიისა და რუსეთის გაერთიანებულმა ჯარებმა, სუვოროვის მეთაურობით, ისევ დაიპყრეს იტალიის ჩრდილოეთი და იმის საფრთხე შეიქმნა, რომ მტერი საფრანგეთშიც შევიდოდა. ნაპოლეონი სასწრაფოდ დაბრუნდა საფრანგეთში, გადატრიალება მოახდინა და ხელისუფლების სათავეში მოექცა. მან რევოლუცია დასრულებულად, ხოლო საკუთარი თავი იმპერატორად გამოაცხადა. 1804 წელს, სენატის გადაწყვეტილებით, ის ოფიციალურად გახდა საფრანგეთის იმპერატორი.
დრო გადიოდა და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. 1807 წელს ნაპოლეონმა განქორწინება გადაწყვიტა. ჟოზეფინა წინააღმდეგი იყო. მაგრამ, ბოლოს მაინც დათანხმდა და 1809 წელს ისინი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ, ნაპოლეონმა ავსტრიის პრინცესაზე, მარი-ლუიზაზე იქორწინა და მას იღბალმა ზურგი აქცია. ისევ დაიწყო ლენირმანის წინასწარმეტყველებამ ახდენა.
როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, იმპერატორს კიდევ ერთი საიდუმლო მრჩეველი ჰყავდა. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ნაპოლეონის იმპერია დაეცემოდა, მასთან შეხვედრა, წითლებში ჩაცმულმა, მაღალმა მამაკაცმა ითხოვა. ვინც მათ საუბარს ჩუმად მოუსმინა, გაიგო რომ იმ კაცმა მესმედ და საბოლოოდ გააფრთხილა იმპერატორი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მისი თქმით, პირველად ასეთი გაფრთხილება 1789 წელს, პირამიდებთან ბრძოლის წინ მიუღია, ხოლო მეორე - 1809 წელს, ამ უკანასკნელის თანახმად, ნაპოლეონს ყოველგვარი სამხედრო მოქმედება ოთხ წელში უნდა დაემთავრებინა. მაგრამ, ამის ნაცვლად, მან 1812 წელს სამხედრო კამპანია წამოიწყო რუსეთის წინააღმდეგ. და მესამედ, წინასწარმეტყველი მასთან 1814 წელს მივიდა, ანტიფრანგული კოალიციის გაერთიანებული ჯარების პარიზში შესვლამდე. მაგრამ, ნაპოლეონს ამ გაფრთხილებამაც ვერაფერი უშველა. ის მხოლოდ ჯარების ქალაქში შესვლის შემდეგ გადადგა და ტყვედ აყვანილი ნაპოლეონი კ. ელბაზე გადაასახლეს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა საფრანგეთში დაბრუნება და 1815 წელს საფრანგეთის ტახტიც დაიბრუნა. ვატერლოოსთან მარცხის შემდეგ, ის მეორედ გადადგა და მაშინ მეამბოხე ნაპოლეონი წმ. ელენეს კუნძულძე გადაასახლეს.
წინასწარმეტყველებისა და გაფრთხილევის მიუხედავად, ნაპოლეონმა მაინც ვერ შეცვალა საკუთარი ბედისწერა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები მარტოობაში გაატარა.
იხ. ნაწილი I – დაანონსებული მკვლელობის ისტორია
http://intermedia.ge/სტატია/76242-არსებობს-თუ-არა-ბედისწერა-ნაწილი-I-დაანონსებული-მკვლელობის-ისტორია/90/