x
ანეგდოტები
imageთქვენ ცოფის ნიშნები გაქვთ, ეუბნება ექიმი მეგრელს.
ხოხ, მართლა?
კი, ნამდვილად ასეა.
კაი მაშინ, – ჩაილაპარაკა მეგრელმა, აიღო ფურცელი და წერა დაიწყო.
ანდერძს წერთ? ეკითხება ექიმი.
მეგრელი ხმას არ იღებს, გამწარებული წერს და წერს.
თუ ანდერძს წერთ, ტყუილად ირჯებით, არ მოკვდებით.
მაცალე, კაცო, შენ მე … ხომ მითხარი, ცოფიანი ხარო?
კი.
ხოდა, ვის უნდა ვუკბინო, იმათ სიას ვწერ…



გურული სეირნობს ცოლშვილთან ერთად, შეხვდება მეორე გურული
- აი ჩემი ცოლია, აი ჩემი ბაღნები
- ბაღნები ტყუპებია? - ეკითხება მამას
- არა, რაის ტყუპები, ვერ ხედავ?! ერთი 3 წლისაა მეორე 7-ის
- კი მარა, რავა ვიფიქრებდი ამ ქალთან ორჯერ თუ დაწვებოდი!!



გურულ ბებიას ეკითხებიან:
გათხოვება გირჩევნია თუ ჯანჯუხა?(ჩურჩხელა)
ბებია პასუხობს:
სა მაქ ნენა, ჯანჯუხაის კბილები!



გურული მივა ექიმთან და ეუბნება: ექიმო პირველს რომ ვამთავრებ კარგად ვარ
მეორეზეც, მესამეზეც მაგრამ მეოთხეზე ცოტა მუხლები მეკვეთება, მეხუთეზე
მთლიანად მაკანკალებს, მეექვსეზე კი საერთოდ არაფრის თავი აღარ მაქვს და რა ვქნა?
ექიმი პასუხობს: მერე ძამა მეოთხეზე გაჩერდი.
გურული: მეოთხეზე რაფერ გავჩერდე მერვეზე ვცხოვრობ




კახელს ორივე ნეკა თითი თაბაშირში აქვს?
რა მოგივიდა მოხოო?
- მოვიტეხე რა!
- ორივე ერთად?!
- ხო რა, ყურებს ვიფხანდი და დამაცემინა...



– ბიჭიკია, გუშინ სიდედრისთვის სამი ვედრო სოკო მოვიტანე ტყიდან.
– იქნება შხამიანია?
– რას ნიშნავს, ბიჭო იქნება?!!

0
369
1-ს მოსწონს
ავტორი:ბექა.აია
ბექა.აია
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0