სხვა ანეგდოტები 2012, 4 ივნისი, 15:54 თქვენ ცოფის ნიშნები გაქვთ, ეუბნება ექიმი მეგრელს. ხოხ, მართლა? კი, ნამდვილად ასეა. კაი მაშინ, – ჩაილაპარაკა მეგრელმა, აიღო ფურცელი და წერა დაიწყო. ანდერძს წერთ? ეკითხება ექიმი. მეგრელი ხმას არ იღებს, გამწარებული წერს და წერს. თუ ანდერძს წერთ, ტყუილად ირჯებით, არ მოკვდებით. მაცალე, კაცო, შენ მე … ხომ მითხარი, ცოფიანი ხარო? კი. ხოდა, ვის უნდა ვუკბინო, იმათ სიას ვწერ… გურული სეირნობს ცოლშვილთან ერთად, შეხვდება მეორე გურული - აი ჩემი ცოლია, აი ჩემი ბაღნები - ბაღნები ტყუპებია? - ეკითხება მამას - არა, რაის ტყუპები, ვერ ხედავ?! ერთი 3 წლისაა მეორე 7-ის - კი მარა, რავა ვიფიქრებდი ამ ქალთან ორჯერ თუ დაწვებოდი!! გურულ ბებიას ეკითხებიან: გათხოვება გირჩევნია თუ ჯანჯუხა?(ჩურჩხელა) ბებია პასუხობს: სა მაქ ნენა, ჯანჯუხაის კბილები! გურული მივა ექიმთან და ეუბნება: ექიმო პირველს რომ ვამთავრებ კარგად ვარ მეორეზეც, მესამეზეც მაგრამ მეოთხეზე ცოტა მუხლები მეკვეთება, მეხუთეზე მთლიანად მაკანკალებს, მეექვსეზე კი საერთოდ არაფრის თავი აღარ მაქვს და რა ვქნა? ექიმი პასუხობს: მერე ძამა მეოთხეზე გაჩერდი. გურული: მეოთხეზე რაფერ გავჩერდე მერვეზე ვცხოვრობ კახელს ორივე ნეკა თითი თაბაშირში აქვს? რა მოგივიდა მოხოო? - მოვიტეხე რა! - ორივე ერთად?! - ხო რა, ყურებს ვიფხანდი და დამაცემინა... – ბიჭიკია, გუშინ სიდედრისთვის სამი ვედრო სოკო მოვიტანე ტყიდან. – იქნება შხამიანია? – რას ნიშნავს, ბიჭო იქნება?!! 369 1-ს მოსწონს
|