x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
კიბოს პრევენცია შესაძლებელია, თუ ყოველდღიური რაციონიდან ერთ პროდუქტს ამოიღებთ

image


კიბოს განვითარების უამრავი ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს: დაწყებული ემოციური დისჰარმონიით, გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებით დამთავრებული. თუმცა, ყველაზე მთავარი და რეალური გამომწვევი მიზეზი ის საკვებია, რომელსაც ვიღებთ.


იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ იმას წარმოვადგენთ რითაც ვიკვებებით, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ იმ პროდუქტებს რომელსაც ჩვენს ორგანიზმს ვაწვდით, გავლენა აქვს ხასიათზე, ჯანმრთელობაზე და ზოგადად ორგანიზმის მდგომარეობაზე.


თუ გამოვრიცხავთ ყოველდღიური რაციონიდან მხოლოდ ერთ პროდუქტს, ჩვენ ამით შევძლებთ დიდი ინვესტიციების ჩადებას ჩვენივე მომავალში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლეს გავიხანგრძლივებთ, გვექნება კარგი ჯანმრთელობა სიბერემდე და მინიმუმამდე დავიყვანთ ისეთი სერიოზული დაავადებების გაჩენის საფრთხეს, როგორიც კიბოა.

შაქრი – საწვავი კიბოსთვის!


image


1920-იან წლებში ჯანდაცვის სფეროში რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა, რის საფუძველზეც მეცნიერი ოტო ვარბურგი საუბრობდა კიბოსა და შაქარს შორის არსებულ კავშირზე, კონკრეტულად კი იმაზე, თუ როგორ "უყვარს" სიმსივნეს ის ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქრის ან გლუკოზის შემცველ პროდუქტებს მიირთმევენ. მიუხედავად მსგავსი ინფორმაციის არსებობისა, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და უამრავი სამედიცინო აღმოჩენების ფონზე, ექიმებს არ უყვართ თავისი პაციენტებისთვის იმის თქმა, რომ სრულად შეწყვიტონ ზოგიერთი პროდუქტის მიღება, იმისთვის რომ ეფექტურად ებრძოლონ ისეთ სერიოზულ დაავადებას, რომლის სახელიც – კიბოა; დაავადება, რომელიც არც ბავშვს ინდობს და არც ზრდასრულ ადამიანს, და რომლის ანტიდოტი დღემდე არ აღმოუჩენიათ.


image


მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანელმა ფიზიოლოგმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, წამყვანმა ბიოქიმიკოსმა, რომელიც კვლევებს ატარებდა აღნიშნულ სფეროში, დაადგინა რომ არსებობს ერთი საშუალება რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ავადმყოფობის პრევენცია. მის ნაშრომებში წერია, რომ აუცილებელია საკვების შეზღუდვა – არ უნდა ჭამოთ ყველაფერი, რაც გემრიელია. უმჯობესია იკვებოთ იმით, რაც სასარგებლოა და შესაძლოა ასეთ შემთხვევაში კიბო თქვენი ორგანიზმით არ "დაინტერესდეს."

მეცნიერმა განაცხადა, რომ არცერთ დაავადებას კიბოს ჩათვლით არ შეუძლია ტუტე გარემოში არსებობა. სიმსივნე ვითარდება ანაერობულ (უჟანგბადო) ან მჟავა გარემოში. რაციონიდან შაქრის გამორიცხვით, ორგანიზმში კიბოს უჯრედების წარმოქმნის პროვოცირება აღარ ხდება, რადგან ეს პროდუქტი მჟავა გარემოს შექმნის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. ადამიანების უმრავლესობას შეუძლია თავისუფლად შეწყვიტოს იმ საკვების მიღება, რომელიც რაფინირებულ შაქარს შეიცავს – ორცხობილა, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი, კანფეტები და ა.შ.


პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს რომ ბევრი პროდუქტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით იყიდება რაფინირებული შაქრით არის გაჯერებული, არამედ იმაში რომ ამას შეფუთვაზე არასოდეს აწერენ.


რაფინირებული შაქრის მიღებისგან თავის დასაღწევად ყველაზე საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა, მოსახერხებელ "მზა საკვების შეძენაზე უარის თქმა, " რესტორნებში ვიზიტების რაოდენობის შემცირება, რადგან საკვების მწარმოებელი მსოფლიოს მსხვილი კომპანიები, ფუთავენ ტონობით საკვებს ასევე ტონობით რაფინირებულ შაქართან და მარილთან ერთად, ტრანსპორტირებას უკეთებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხშირ შემთხვევაში სათანადო ყურადღება არ ექცევა პროდუქტის ხარისხს, ვარგისიანობის ვადებს, შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებს.


იმისათვის რომ დიდხანს და ბედნიერად იცხოვროთ, უბრალოდ შეწყვიტეთ ცხიმიანი, ტკბილი საკვებისა და გაზიანი სასმელის შეძენა, დაივიწყეთ სწრაფი კვების ობიექტების, ბურგერების, კრემიანი ფუნთუშების შესახებ; გადადით ჯანსაღ კვებაზე, რომელიც მდიდარი იქნება ვიტამინებითა და მინერალებით.


12
9151
16-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
9151
  
2021, 23 ივლისი, 11:03
ტკბილი რომ არ მიიღოთ საუკეთესო ვარიანტია ქირურგიული გადაწყვეტა. ამოიჭერით ის რეცებტორები რომლებიც აღიქვამენ ტკბილს ან გაიკეთეთ ნეიროქირურგიული ოპერცია და ამოიკვეთეთ სიამოვნების ცენტრები და ამით გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს.
2016, 17 ივლისი, 23:58
აჰაა, აქაც აგრესია... რამ გაგაბოროტა ადამიანო? ხომ შეგიძლია მშვიდი ტონით მისცე შენიშვნა ან რჩევა?!
2016, 17 ივლისი, 21:38
ვიტომ სენ რამე გესმოდეს რაა, გამომივიდა აქ ექიმი!
ცივი წყლიტ ტუ დალევ კი დაა ადუღებული უნდა დაასხა ანუ ჩამქრალი სოდა უნდა დალიო გენიოსო

სოდამ მე მომაშორა სიმსივნე 4 ტვეში
2016, 16 ივლისი, 20:31
სოდის სმას მოეშვით,სულერთია ის კუჭის წვენში არსებულ მარილმჟავს ვერსად "გაექცევა",ხოლო მუდმივი დაბალი ან განეიტრალებული სიმჟავე კუჭის კიბოს იწვევს.
2016, 15 ივლისი, 18:36
დიდი მადლობა, ქალბატონო ნონა, კომენტარისთვის და სასარგებლო რჩევისთვის :)
2016, 15 ივლისი, 16:34
სოდიანი წყლის დალევის შემდეგ 1 საათი არ უნდა ჭამოთ.
2016, 15 ივლისი, 16:32
სოდა პროფილაქტიკის მიზნით კარგია, შორს წასული შეიძლება მოარჩინოს, მაგრამ დოზებია გასათვალისწინებელი, ანუ სხვას ვერ ურჩევ რომ მხოლოდ სოდას დაეყრდნოს. სხვა შემთხვევაში ყველამაც უნდა მიიღოს ნორმის დაცვით. 2-3 კვირა დღეში ერთხელ.
უზმოზე დაიწყეთ ჩაის კოვზის მეოთხედით და ადით ნახევარ კოვზამდე. ცხელ წყალში უნდა გავხსნათ კარგად. დავლიოთ თბილი. არ არის ცუდი დასალევი.
2016, 15 ივლისი, 14:11
სოდაზე მეც დავწერე – ტულიო სიმონჩინის და ნეუმივაკინის თეორიების შესახებ (სხვათა შორის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარი წავიკითხე მანამდე– ეს დაავადება მჭირს და სოდა დამეხმარაო, სწორედ ამან მიბიძგა დამეწერა) ესეც ვფიქრობ ძირითადად პრევენციას ემსახურება. თქვენი მეგობრის გამო კი ძალიან ვწუხვარ :((((((
2016, 15 ივლისი, 13:59
ეჰ,, ისეთი ჯანმრთელი გოგო იყო. არც ეწეოდა, არც სვამდა, შეძლებისდაგვარად ცხოვრების ჯანსაღ წესსაც იცავდა, მაგრამ...:((( ჩემი გულის ნაწილი წაიღო
2016, 15 ივლისი, 13:57
გადავხედე თქვენს სტატიას, ძალიან საინტერესოა – ორივეგან წერია, რომ ვარბურგი ძირითადად პრევენციაზე აკეთებს აქცენტს – სწორ კვებაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე – არ უნდა მიიყვანოს ადამიანმა თავისი ორგანიზმი იქამდე, რომ ამ საშინელებით დაავადდეს :(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10