x
მეტი
  • 21.07.2024
  • სტატია:136076
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510354
ბობ მარლი ცოცხალია?

imageიამაიკის ერთ-ერთი რესტორნის უკანა მხარეს, მუყაოს ყუთში ნაპოვნია უსახლკარო მოხუცი კაცი. ამ კაცმა თავდაპირველად დამკვირვებლების ყურადღება ვიზუალით მიიპყრო.
მიუხედავად იმისა, რომ კორონერსმა ამ ადამიანის პირველადი დაკვირვებით მისი იდენტიფიცირება ვერ მოახერხა, ადგილზე დათვალიერებისას აღმოჩენილმა ნივთებმა ამ ადამიანის მიმართ დიდი ყურადღება მიიპრყო. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მოხუცი კაცის ყუთში ნაპოვნია ის ფოტოსურათები, რომლებიც ერთ დროს ლონდონის პარლამენტიდან გაქრა. გარდა ამისა ნაპოვნია კონსერვის ქილა, რომელშიც მცირე რაოდენობის მარიხუანა აღმოჩნდა და იქვე გვერდზე ძველი გიტარა.
ამ ამბავმა ხელისუფლებამდეც მიაღწია. მალევე დაიწყო გამოძიება ამ ადამიანის ირგვლივ. იამაიკის ხელისუფლებამ დმნის მონაცემთა ბაზაში ამ ადამიანის დნმ გადაამოწმა. როდესაც ლაბორატორიაში პასუხები მიიღეს, კორონერი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.
მთავარმა გამომძიებელმა იაკობ ჩემბერსმა ჟურნალისტებთან ამ საქმეზე ისაუბრა: – “მე ვფიქრობდი, რომ ეს დიდი ხუმრობა იყო. ერთ დღესაც ჩემი კოლეგა ოფისში შემომივარდა და ქაღალდებს აფრიალებდა. “თქვენ ამას არ დაიჯერებთ” – წამომაძახა ეგრევე. მას ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყო და ნორმალურად აეხსნა ჩემთვის სიტუაცია. გაოგნებული დავრჩი მისი ნათქვამით”
კერძოდ: დნმის ტესტმა აჩვენა, რომ იამაიკაში ერთ-ერთი რესტორნის უკან ადგილობრივი პოლიციის მიერ მუყაოს ყუთში ნაპოვნი კაცი არის სუპერვარსკვლავი ბობ მარლი.
მთავარმა გამომძიებელმა ჩემბერმა აღიარა: “შედეგების ნახვისას თვალები გამიფართოვდა. ყბები დამცვივდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმამაღლა ვყვიროდი, რომ ეს შეცდომა უნდა ყოფილიყო, რომ ეს შედეგები არასწორი უნდა იყოს”
ბობ მარლის ოფიციალური სიკვდილის თარიღი 1981 წელია. საჯარო განცხადებებში ვარაუდობენ, რომ ამ წელს ბობ მარლი უკან იამაიკიდან გერმანიაში თვითმფრინავით, კიბოს სინდრომით მგზავრობდა. სწორედ ამ პერიოდში გარდაიცვალა ის.
ჩნდება კითხვა: მართალია თუ არა დნმის პასუხები და რა მოხდა სინამდვილეში იამაიკის პროზექტურაში?
საინტერესოა რომ ჩემბერს ამ დასკვნის ერთადერთი ახსნა აქვს: “ბუნებრივია, რომ თავდაპირველად ამ ტესტებზე ჩემი ემოცია უარყოფითი იყო, რომ მას არ ვენდობოდი და ვფიქრობდი ვიღაც ძალიან მწარე ხუმრობას ამზადებდა. ამაზე ჩემს ასისტენტს ვესაუბრე და საუბარში ყურადღება ჩვენი უცნობი სტუმრის ვინაობაზე გავამახვილე, რომ ის არსად რეგისტრირებული არ არის. ის ფაქტობრივად არ არსებობს. ანუ რას ნიშნავს ეს. ფაქტობრივად ხელისუფლების მიერ ეს ადამიანი გარდაცვლილად არის გამოცხადებული და მისი ვინაობა გასაიდუმლოებულია. თუ უფრო ღრმად წავალთ და გამოძიებას მივყვებით, ამ კაცის ასაკი 60-70 წლამდე მერყეობს, რაც ძალიან უცნაურია”
კიდევ უფრო შემაშფოთებელი ის არის, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ ოფისში შავ სათვალიანი კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი გვეწვია. გაგვეცნო, როგორც ხელისუფლების მოხელე. მანვე დაგვიდასტურა რომ 1981 წელს რეალურად ბობ მარლის ის ცხედარი გაყალბებული იყო და ეს ყველაფერი ისევ მომღერლის მოთხოვნით შესრულდა, რადგან მომღერალი ამბობდა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნით დაიღალა. მისი ერთადერთი სურვილი იყო, რომ იამაიკის ქუჩებში წყნარად ეცხოვრა.
გარდა ამისა ჩემბერსმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მისმა საგამოძიებლო ორგანომ მკაცრი გაფრთხილება მიიღო, რომ ეს დნმ გაექროთ და მასთან ასოცირებული ყველა დოკუმენტი გაენადგურებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოძიებლო დაწესებულება სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებოდა, თუმცა როგორც ჩანს ადრე თუ გვიან ეს ინფორმაცია რაღაც დონეზე მაინც გასაჯაროვდა.

1
399
4-ს მოსწონს
ავტორი:INFO-MAN
INFO-MAN
399
  
ვაააა,,,,, რა მაგარი საინტერესოა....
0 1 1