სისხლის სამართალი ქურდული წილი-სამმეტრიანი რკინის ღობე და მცველების ჯარი-შაქრო კალაშოვის დაკავების ოპერაცია 2016, 12 ივლისი, 21:26 კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის დაჭერისთვის სამართალდამცავებს სერიოზული სპეცოპერაციის ჩატარება დასჭირდათ.
ციხესიმაგრე, -მის სახლს სხვანაირად ვერც ვუწოდებთ, -იუწყება НТВ -ს კორესპონდენტი ვასილი კაზაკოვი.-სამმეტრიანი რკინის ღობე, დაჯავშნული ჭიშკარი, ვიდეოკამერები და სეკურიტების ჯარი. შაქრო კალაშოვი, მეტსახელად "შაქრო მალადოი" ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფიგურაა თანამედროვე კრიმინალურ სამყაროში, მას "დედ ჰასანის" მემკვიდრეს უწოდებენ.მას ბრალად ედება ურთიერთსროლის შემდეგ ორი ადამიანის მკვლელობა, რომელიც გასული წლის ბოლოს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი დაიბადა თბილისში 1953 წლის 20 მარტს, 2003 წელს კალაშოვი ესპანეთში მიემგზავრება. ტარიელ ონიანთან ერთად მან აქტიური საქმიანობა გააჩაღა. კრიმინალური სტრუქტურა, რომელიც მათ ააწყვეს, დაუკავშირდა რუსულ, სიცილიურ მაფიას და რიგ ფრანგულ თუ ესპანურ დაჯგუფებებს. ის მუშაობდა ფულის "გათეთრებაზე", საბოლოოდ ესპანურმა პოლიციამ იგი დააკავა და 7, 5 წელი ციხე მიუსაჯა. განთავისუფლების შემდეგ, 2011 წელს იგი რუსეთში დაბრუნდა. 1074 6-ს მოსწონს 2-ს არა
|