ფეხბურთი მწერების შემოსევა და ტრავმირებული რონალდუ - რა მოხდა ევრო-2016-ზე (+ვიდეოები) 2016, 11 ივლისი, 10:52 ![]() ყველაფერი მწერების შემოსევით დაიწყო. უბრალოდ, წინა ღამით ფრანგებს სტადიონზე შუქის გამორთვა დაავიწყდათ, ციცინათელებმაც არ დააყოვნეს და ფინალისთვის ადგილები დაიკავეს... მაყურებლებს სახეზე ასხდებოდნენ, თვალებზე აცოცდებოდნენ და პირშიც კი უძვრებოდნენ. ![]() ![]() მაგრამ მთავარი საშინელება წინ იყო... ფრენგმა ფეხბურთელმა, პაიეტმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ტრავმა მიაყენა (სუსტი გულის მქონეებმა არ უყუროთ!). ![]() ![]() ![]() ![]() პაიეტის ინსტაგრამი კი კომენტარებით ააფეთქეს: ერთი საათის მანძილზე 120 ათასზე კეტი კომენტარი გაჩნდა. მთელი მსოფლიოდან წყევლა-კრულვა მისდიოდა სალახანა ფრანგს, რომელმა დანტესივით მოკლა პუშკინი ფეხბურთის მოედანზე... ერთ-ერთმა გაცოფებულმა ფანატმა მშინვე დაწერა: "მე დიდად არ მჯერა ტაქტიკური, მყისიერი სამართლიანობის. სამწუხაროა, რომ დიმიტრი პაიეტი, რომელმაც განზრახ გამოთიშა ფინალს მსოფლიოს ორიდან ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, სავარაუდოდ 2016 წლის ევროპის ჩემპიონი გახდება. მაგრამ სტრატეგიული სამართლიაობა ნამდვილად არსებობს. ოდესმე, და არც ისე შორეულ მომავალში, დიმიტრი პაიეტი აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, რომ საკუთარ თავს შეეკითხება: "ღმერთო, რისთვის ვისჯები ასე?" ჩვენ კი ზუსტად გვეცოდინება რისთვისაც." თითქოს ყველა გაგიჟდა, მოედანზე გულშემატკივრებმა იწყეს გამოცვენა. ![]() ![]() დამატებით წუთებზე ჟინიაკმა პორტუგალიის შტანგას მოახვედრა ბურთი და მთელმა საფრანგეთმა, ცოტაც და, ინფარქტი არ მიიღო. ![]() თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ ედერის მიერ დარტყმული ბურთისთვის ფრანგი მეკარე მზად ვეღარ ღმოჩნდა... ![]() ![]() შედეგი ღირდა რონალდუს ცრემლებად... . 917 8-ს მოსწონს 2-ს არა |
კარგი იყო ყოჩაღ!