შოუბიზნესი გიგი დედალამაზაშვილის და "მგზავრების" მორიგი ტრიუფი 2016, 10 ივლისი, 22:18 ამ ჯგუფისგან ტრიუმფალური გამარჯვებები არავის უკვირს, ახლახანს ისინი ფონდ "იავნანას" მოწვევით თბილისშიც იმყოფებოდნენ და შესანიშნავი კონცერტიც მისცეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მყოფი 2500 კაციანი მაყურებლისთის, პარალელურად ეს კონცერტი "1-ლი არხის" პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა და რაც მთავარია ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ ისტორიულად დოკუმენტალური რეპორტაჟი დაუტოვა მომავალს "მგზავრების" თბილისური კონცერტის კულისებიდან (იხილეთ ვიდეო).
სწორედ ბესო ჩუბინიძესთან ინტერვიუში განაცხადა გიგი დედალამაზაშვილმა, რომ წინ კიდევ უამრავი კონცერტი ქონდათ დაგეგმილი და ჟურნალისტს შპარგალკის გარეშე ჩამოუთვალა ტურნეს ყოველი გაწერილი დღე სხვადასხვა ქალაქებში დიდი ხნით ადრე გაწერილ პროგრამაში მუსიკალური ფესტივალი “ნაშესტვიეს” ფარგლებში, 50 000 მაყურებლის წინაშე წარდგნენ. ნამდვილი ცეცხლი მაშინ დაინთო, იმპროვიზირებულ სცენაზეც და მაყურებელშიც, როცა გიგი დედალამაზიშვილი სცენიდან პირდაპირ ხალხში აღმოჩნდა, მაყურებელმა ეს 120 კილოიანი კაცი ბუმბულივით აიტაცა ხელში აქეთ-იქით დაატარებდა ხალხის ტალღაში, გიგი კი, სწორედ ამ დროს და ასეთ მდგომარეობაში ასრულებდა ნიკო გომელაურის ტექსტზე შემქნილ რუსულენოვან სიმღერას. ვიდეო თინა კანდელაკმა საკუთარ “ინსტაგრამზე” გააზიარა და მას ჩვენც გთავაზობთ. 299 1-ს მოსწონს
|