სხვა ესპანეთში პირველად 30 წლის შემდეგ ხარმა მატადორი მოკლა(ვიდეო) 2016, 10 ივლისი, 15:12 დაღუპული მატადორის, ვიქტორ ბარიოს გამოსვლა ეპანეთის ქალაქ ტარუელში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ადგილობრივი ტელევიზიით. 29 წლის მატადორს ხარმა ძლიერად დაარტყა რქა, რის შემდეგაც წაიქცა, ამის შემდეგ ხარი მამაკაცს ზედ შესდგა. ვიქტორ ბარიო ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარიანო რახოიმ სამძიმარი გამოთქვა ბარიოს დაღუპვის გამო. უკანასკნელად მატადორი არენაზე 1985 წელს გარდაიცვალა.1992 წელს დაიღუპა ორი ბანდერელიო(სანახაობის მეორე მონაწილე, რომელიც შუბებს არჭობს ხარს). მთლიანად მე-20 საუკუნეში ხარებმა 134 კორიდას მონაწილე მოკლეს, აქედან 33 ტორეადორია. BBC-ის მონაცემებით ესპანეთში ყოველწლიურად 2 ათასამდე ხარების ბრძოლა იმართება, თუმცა ამ ბოლო წლებში კორიდას რიცხვი ნელ-ნელ კლებულობს.კატალონიაში კი კორიდა 2010 წლიდან საერთოდ აიკრძალა. 202 6-ს მოსწონს 1-ს არა
|