x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
“ხელოვნება მობილურ ფოტოგრაფიაში” - Huawei P9 საქართველოს ბაზარზე შემოდის და Leica-სთან ერთად მობილური ფოტოგრაფიის ახალ შესაძლებლობებს ქმნის

სკარლეტ


ჰუავეის ახალი ფლაგმანი აერთიანებს ინოვაციებსა და გამორჩეულ დიზაინს - P9 მობილურ ფოტოგრაფიაში ახალ სტანდარტებს ამყარებს

საქართველოში ჰუავეის ახალი ფლაგმანი - P9 უკვე ხელმისაწვდომია.

Huawei P9 არის პირველი სმარტფონი, რომელიც ფოტოაპარატების ლეგენდარულ გერმანულ ბრენდთან - Leica Camera AG-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. P9 აღჭურვილია ორმაგი კამერით და მობილური ფოტოგრაფიის სრულიად განსხვავებულ
გამოცდილებას გვთავაზობს, გვაძლევს რა საშუალებას, გადავიღოთ როგორც
მკვეთრი ფოტოები ცუდი განათების პირობებში, ისე შავ-თეთრი ფოტოები,
სპეციალური მონოქრომული მატრიცის დახმარებით. ამასთან ერთად, P9 აღჭურვილია
იმ ელემენტებით, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე სმარტფონის
მომხმარებლებისათვის - სიჩქარე, სიგნალის მიმღები სამმაგი ანტენა და
სიმძლავრე.

P9 გამოირჩევა დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინით. იგი დამზადებულია საავიაციო ალუმინისგან, აქვს იდეალური ფორმები და 2.5D პრემიუმ ხარისხის ეკრანი, რომელსაც ნაკაწრებისგან Gorilla Glass 4 იცავს. P9-ს გააჩნია 3000 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მუდმივ მობილურობას და მოხმარების ხანგრძლივობას, განსაკუთრებით კი ეს იმ ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი, ვისაც მუდმივად სურს იყოს ხელმისაწვდომი.

მსოფლიოში, ჰუავეი P9 - ს ცნობილი მსახობები სკარლეტ იოჰანსონი და ჰენრი კავილი წარმოადგენენ.

სკარლეტ იოჰანსონი აცხადებს: „ფოტოხელოვნება ჩემთვის მეტად ღირებულია. საინტერესო იყო თვალყურის დევნება პროცესისათვის, რომელშიც ჩართულები იყვნენ ისეთი ცნობილი ბრენდები როგორიცაა Huawei და Leica, რომელთა პარტნიორობის შედეგად შეიქმნა უნიკალური პროდუქტი. მოხარული ვარ, რომ მომიწია მუშაობა
Huawei-სთან ამ საინტერესო პროექტზე და მომეცა შესაძლებლობა ახლებური ხედვა
გამეზიარებინა მომხმარებლებისათვის.“

ქართველ მომხმარებელს P9 და P9 lite (P9 - ის ბიუჯეტური ვერსია) შეძენა შეეძლებათ ჰუავეის ოფიციალური ტექნიკის მაღაზიებში: ალტაოქეი, ელიტ-ელექტრონიქსი, მაგთი,
ბილაინი, მეტრომარტი, სმაილი, არაი, ბეკო და მეგამოლი. სმარტფონების
ღირებულებაა 1199 და 599 ლარი.


ჰუავეი


Huawei Consumer BG-ის შესახებ

Huawei-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და
გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. 2015 წლის მონაცემებით,
მსოფლიო მასშტაბით, სმარტფონების ბაზარზეკომპანია მესამე ადგილზეა.


აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში თექვსმეტი კვლევისა
და განვითარების ცენტრი მოქმედებს. Huawei Consumer BG არის ჰუავეის სამი
ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების,
პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება
წარმოადგენს. Huawei-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის
ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის
ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჰუავეის ფეისბუქ გვერდს:

www.facebook.com/HuaweiGeorgia

კონტაქტი:

ჰუავეი მობაილ საქართველო
რევაზ ბესელაშვილი, (+995)
599 44 88 02
revazi.beselashvili@huawei.com

0
193
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
193