ფეხბურთი ლიონელ მესის 21 თვით პატიმრობა მიუსაჯეს! თუმცა... 2016, 6 ივლისი, 17:46 უკვე დიდი ხანია, რაც ჭორები დადიოდა ლიონელ მესის საგადასახადო მაქინაციებში
მონაწილეობისა. როგორც ტელეკომპანია და ინტერ - ნეტჟურნალი "reuters" -იუწყება,
ბარსელონის სასამართლომ ლიონელ მესი საგადასახადო მაქინაციების განხორციელებაში ცნო დამნაშავედ და 21 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
![]() ლიონეს მესისთან ერთად მისი პირადი მენეჯერი და მამა ხორხე მესიც იგივე მუხლით იქნა დაპატიმრებული, ამასთანავე ორივე მათგანს დამატებით ჯარიმის გადახდა მოუწევთ: 29 წლის ფეხბურთის სუპერვარსკვლავს, ლიონელ მესის- 2 მილიონი, ხოლო მამამისს - 1.5 მილიონი. გამოძიების ვერსიით, ორივე მათგანი საგადასახადო დეკლარაციების გაყალბებაში და გადასაგადების გადახდისკენ თავის არიდებაშია ბრალდებული, რამაც ესპანეთის ბიუჯეტი 4, 1 მილიონი ევროთი დააზარალა. ![]() აქვე გეტყვით სასიამოვნო ამბავს, ლიონეს მესის გულშემატკივრების საყურადღებოდ! მოგახსენებთ, რომ ესპანეთში 2 წელზე ქვემოთ დაპატიმრება აკრძალულია, აქედან გამომდინარე, ვარსკვლავ ფეხბურთელს ბარსელონას რიგებში კვლავ იხილავთ! როგორც ცნობილია, მესი ხვალიდან ვარჯიშებს დაუბრუნდება და დაიწყებს ვალების გადახდას. რათქმაუნდა მას ეს არც გაუჭირდება!!! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 184 10-ს მოსწონს
|