კულტურა 14 000 წლიანი მამონტის ნამარხი მექსიკაში აღმოაჩინეს! 2016, 6 ივლისი, 16:31 მექსიკა მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობია 1 964 375 კვ.კმ. (მსოფლიოში მე-14 ადგილი). მექსიკა საოცარი ქვეყანაა. იგი გამოირჩევა ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებით. აქ ჩვენ ვხვდებით უდაბნოებს, გაუვალ ჯუნგლებს და ვულკანებს. ულამაზესი სანაპიროები დ კურორტები, მრავალფეროვანი ბუნება, ხელსაყრელი კლიმატი მკვეთრად გამოხატული წელიწადის დროების გარეშე, უძველესი ისტორია და კულტურა უამრავ ტურისტს იზიდავს მექსიკაში.
დედაქალაქი მეხიკო - მექსიკისა და მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს უძველესი ქალაქია. იგი დააარსეს აცტეკმა ინდიელებმა XIV საუკუნეში. ადრე მას ტენოჩტიტლანი ერქვა და აცტეკების იმპერიის დედაქალაქი იყო. თუმცა იგი ესპანელმა კონკისტადორებმა, კორტესის მეთაურობით დაანგრიეს XVI საუკუნეში. დღევანდელი მეხიკო ისტორიის ცოცხალი მუზეუმია. აქ წარმოდგენილია 1400 მონუმენტი და ისტორიული რელიქვია, 10 არქეოლოგიური ზონა, 80-ზე მეტი მუზეუმი და ხალხური შემოქმედების ათეულობით ცენტრი. მექსიკაში ბევრ არქეოლოგიურ აღმოჩენას მოეწერა ხელი, კიდევ ერთი ამჯერად ქვეყნის დედაქალაქ მეხიკოსთან ახლომდებარე რეგიონში, 14 000 წლიანი მამონტის ნამარხი იქნა ნაპოვი. მექსიკელი პროფესორების და ექსპერტების აზრით, მამონტი ძველ პერიოდში შესაძლოა ხალხის მიერ იქნა მოკლული, რათა მისი ხორცი და ქონი საკვებად გამოყენებულიყო. ექსპერტების, მეცნიერების და პროფესორების ვარაუდით, მიწის ქვეშ, 2 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილი კარგად შენახული მამონტის ნამარხი 14 000 წლის წინანდელი უნდა იყოს! ცნობილი მექსიკელი ანთროპოლოგი და ეროვნული ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, არქეოლოგი ლუის კორდობა: "დიდი ხანია მექსიკაში არქეოლოგიურ სამუშაოებს ვასრულებთ, ძალიან ბევრ აღმოჩენას მოვაწერეთ ხელი. დაახლოებით 50-მდე მამონტის ნამარხი აღმოვაჩინეთ, თუმცა ასეთ გიგანტურს პირველდ შევხვდით!!!" უახლოეს მომავალში იგეგმება ნამრახების შეკრება და გამოფენა!!! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 165 10-ს მოსწონს
|