x
ლამაზი სადღეგრძელოები
imageმოდით ამ ჭიქით ხავსმოკიდებულ ეკლესიას,
ამ ეკლესიაში დანთებულ სანთელს,
ამ სანთლის წინ დაღვრილ ცრემლებს
და ამ ცრემლებში განდობილ,
საიდუმლოს გაუმარჯოს.

-----------------------------------------------

ეს იმ კაცს გაუმარჯოს ვინც ჩვენში ცუდს დაინახავს წავა და სხვაგან ჩვენს კარგზე ილაპარაკებს.

-----------------------------------------------


ეს იმ კოცნას გაუმარჯოს როდესაც დედა ახალშობილს აკოცებს და ის ამას ვერ გაიგებს, ეს იმ კოცნას გაუმარჯოს როდესაც სამარის კართან მიციებულ დედას შვილი აკოცებს და ის ამას ვერ გაიგებს.

-----------------------------------------------

იმ ადამიანს გაუმარჯოს რომელიც გაივლის ტალახში ფოთოლს ნახავს აიღებს გაწმენდს და არ დააყვედრებს ტალახში ნაპოვი ხარო.

-----------------------------------------------

ორ ძმაკაცს უყვარდა ერთი გოგო, ამ გოგომ უთხრა ძმაკაცებს, ვინც მყინვარზე ავა და სამი დღე-ღამე გაძლებს მისი შეყვარებული გავხდებიოო..
ერთი ძმაკაცი წავიდა მყინვარზე და პირველ დღეს რო შეცივდა დაინახა ცეცხლი და გათბა, მეორე დღესაც დახვდა ცეცხლი და გათბა, ასევე მესამე დღესაც. ჩამოვიდა და გოგოს უთხრა, გავძელი სამი დგე და მე უნდა გავხდე შენი შეყვარებულიო, ამ გოგომ თანხმობა მისცა.შემდეგ ამ ბიჭმა კითხა გოგოს თუ სად იყო მისი ძმაკაცი, გოგომ უპასუხა .შენ პირველ დღეს რო შეგცივდა შენმა ძმაკაცმა შეშა მოაგროვა და ცეცხლი დაგინთო .მეორე დღეს შეშა რო ვეღარ ნახა ტანსაცმელი გაიხადა და ცეცხლი დაანთო, მესამე დღეს კი როდესაც ვეღარც შეშა იშოვა და აღარც ტანსაცმელი აღარ ქონდა თავი დაიწვა, მოდი ისეთ ძმაკაცს გაუმარჯოს ძმაკაცისთვის თავს რომ გაწირავს.

--------------------------------------------------

ცის მშვენება არწივს, წყლის მშვენება ორაგულს, კლდის მშვენება ჯიხვს, ტყის მშვენება ირემს
და სუფრის მშვენება მანდილოსანს გაუმარჯოს.


7
5587
6-ს მოსწონს
ავტორი:ბექა.აია
ბექა.აია
5587
  
2013, 3 მაისი, 15:18
თამადა ვინ არის?
2012, 22 აგვისტო, 19:37
მაგარია ძააან!
2012, 8 ივნისი, 19:02
გული ამითრთოლდა:D ხო ეგ მრც მომეწონა თან ძაააან:D
2012, 8 ივნისი, 18:19
ეს იმ კოცნას გაუმარჯოს როდესაც დედა ახალშობილს აკოცებს და ის ამას ვერ გაიგებს, ეს იმ კოცნას გაუმარჯოს როდესაც სამარის კართან მიციებულ დედას შვილი აკოცებს და ის ამას ვერ გაიგებს.
2012, 6 ივნისი, 1:25
ავტორ კაი კაცი ხარ დაგაქორწილებ:D
2012, 5 ივნისი, 12:06
საგოლ ავტორ მომეცონა თუ დადებ ესეთებს გამიხარდება !!
0 1 7