ტენდენციები ნახეთ როგორ შეიცვალა ქალთა საცურაო კოსტუმები ბოლო 100 წლის განმავლობაში 2016, 5 ივლისი, 12:15 XIX საუკუნე-ლიფი, ქვედაბოლო, წინდები და ქუდი.ასე იხარშებოდნენ ქალბატონები ზაფხულის ცხელ დღეებში. 1900-იანი წლები-ასეთ კოსტუმებში ბანაობდნენ ქალები XX-საუკუნის დასასწყისში:პანტალონი, ქვედა ბოლო და ბიუსტჰალტერი.იმ დროს ასეთი საცურაო კოსტუმი საკმაოდ პროვოკაციულად გამოიყურებოდა. 1910-იანი წლები-ანეტ კელერმანი, პროფესიონალი მოცურავე, მსახიობი და მწერალი პირველი იყო, რომელმაც პროვოკაციული საცურაო კოსტუმი ჩაიცვა, ამის გამო იგი დააკავეს კიდეც.თუმცა მოდის შეჩერება შეუძლებელი იყო.მალე კელერმანის საცურაო კოსტუმმა პოპულარობა მოიპოვა.მან საკუთარი საცურაო კოსტუმების საწარმოც კი გახსნა. 1920-იანი წლები-10 წლის შემდეგ ხელების და ფეხების დაფარვა სავალდებულო აღარ იყო. 1930 იანი წლები-ამ პერიოდის საცურაო კოსტუმი უკვე ხაზს უსვამს ქალის სხეულის კონტურებს. 1940-50 იანი წლები-ამ პერიოდში საცურაო კოსტუმი უფრო მოკრძალებული გახდა. საცურაო კოსტუმი, რომელიც მინი-კაბას მოგვაგონებდა ხაზს უსვამდა ქალის სხეულის სილამაზეს. 1960-იანი წლები-1946 წელს ფრანგმა მოდელიორმა ლუი რეარდმა შექმნა მსოფლიოში პირველად ბიკინი, თუმცა ბიკინმა საყოველთაო პოპულარობა 1962 წელს ჯეიმს ბონდზე ფილმის გამოსვლის შემდეგ მოიპოვა, სადაც მსახიობი ურსულა ანდრესი ზღვასთან თეთრ ბიკინებშია გამოწყობილი. 1970 იანი წლები-შესაძლოა აქ დიზაინერები შეჩერებეულიყვნენ, მაგრამ 70-იან წლებში კიდევ უფრო პროვოკაციული საცვალი ტონგა შემოგვთავაზეს. 1980 იანი წლები-საცურაო კოსტუმები რაც უფრო მცირდებოდა ზომაში, დიზაინერები სულ უფრო ახალ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ასეთი იყო 80-იან წლებში ღრმა დეკოლტე. 1990-იანი წლები-რა თქმა უნდა ყველას ახსოვს საკულტო სერიალი "მაშველები", სწორედ პამელა ანდერსონის საცურაო კოსტუმმა 90-იან წლებში დააამკვიდრა სპორტული სტილი. ჩვენი დრო-დღესდღეობით არჩევანი ძალზე მრავალფეროვანია და გადაჯაჭვულია წარსულთან.ქალები თვითონ ირჩევენ რა ან როგორი ჩაიცვან. 670 5-ს მოსწონს 1-ს არა
|