ტენდენციები შეშლილი მსოფლიო: ახალი ტენდენცია-მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე წამოცმული წინდები 2016, 21 ოქტომბერი, 18:19 ახალი ტენდეცია ელვის სისწრაფით ვრცელდება მსოფლიოში.სულაც არაა საჭირო ირბინოთ მაღაზიებში და ეძებოთ მოდური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.მოკლედ ზედმეტი ფინანსური ხარჯების გარეშე ყოველ ქალს შეუძლია ახალ მოდურ ტრენდს შეუერთდეს. ამისთვის საჭიოროა სახლში მინიმუმ ერთი წყვილი მაღაქუსლიანი ფეხსაცმელი მაინც გქონდეთ, წინდები და მაკრატელი.წინდის ფერის და სიგრძის შერჩევა უკვე თქვენზეა დამოკიდებული. როგორც უკვე გამოცდილი ინტერნეტბლოგერები ირწუნებიან მეთოდი სრულად მარტივია:წამოიცვათ ფეხსაცმელზე წინდა, ხოლო მაკრატელი დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ქუსლის ადგილი ამოჭრათ, რომ ე.წ. "შპილკა" ჩაჯდეს. ზოგიერთმა კიდევ უფრო გამომგონებლური ნიჭი გამოამჟღავნა და წინდის ძირს ტყავის ნაჭერს აკრავს(ალბათ წინდა, რომ მალე არ გაიცვითოს). უფრო სასოწარკვეთილი მოდის მიმდევრები ჯინსს ქუსლებიან ბოტფორებად გარდაქმნიან.აქაც მხოლოდ მაკრატლით რამდენიმე ჭრილის გაკეთებაა საჭირო. 383 8-ს მოსწონს 1-ს არა
|