ტენდენციები ქალის საცურაო კოსტუმების ევოლუცია, უკანასკნელი 100 წლის მანძილზე 2016, 5 ივლისი, 16:32 ![]() ![]() ზაფხულის მოსვლის თანავე, ყველა საცურაო კოსტუმის შეძენაზე იწყებს ზრუნვას. ჩვენს დროში, მისი შეძენა, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მაღაზიებში, იმდენად დიდია არჩევანი, რომ ძალიან რთულია რომელიმე, ერთი მოდელის შერჩევა. სულ რაღაც 100 წლის წინ, იმ დროინდელი საზოგადოების წარმომადგენლებს, დღევანდელი საცურაო კოსტუმების ტრენდები რომ ენახათ, ნამდვილად შოკში ჩაცვივდებოდნენ. გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, საცურაო კოსტუმმა დიდი ევოლუცია განიცადა და დღეს, თანამედროვე და იმ დროინდელი კოსტუმების შედარებაც კი არ შეიძლება. ![]() ![]() სქელი ქსოვილის ჟილეტი, ქვედაბოლო, წინდები და სპეციალური თავსაბურავი თმისთვის. და ეს არის საცურაო კოსტუმი, რომელშიც ქალები, ზაფხულის ცხელ დღეებში, რუჯს კი არ იღებდნენ, იწვებოდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. 1900 წელი ![]() XX საუკუნის დასაწყისში, ქალბატონები ბანაობდნენ სამოსით, რომლის კომპლექტშიც შედიოდა: პერანგის ამხანაგი, მოკლე ქვედაბოლო და მაისური. იმ დროს, ასეთი საცურაო კოსტუმი, მეტისმეტად თამამად და გამომწვევად ითვლებოდა. 1910 წელი ![]() ანეტ კელერმანი, პროფესიონალი მოცურავე, მსახიობი და მწერალი იყო და ის პლაჟზე მყოფ საზოგადოებას შოკში აგდებდა, როდესაც მათ წინაშე, ტანზე მეტისმეტად მოტკეცილი საცურაო კოსტუმით ჩნდებოდა. ერთხელ ის დააპატიმრეს კიდეც, უღირსი გარეგნობის გამო. მაგრამ, მოდის შეჩერება პოლიციას არ შეეძლო. მალე კელერმანის საცურაო კოსტიუმი პოპულარული გახდა და ანეტმა საცურაო კოსტუმების ხაზი გახსნა. 1920 წელი ![]() 10 წლის შემდეგ, შიშველი ფეხების და ხელების გამოჩენა აღარ იყო აკრძალული. თუმცა, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ კოსტუმის სიგრძის კონტროლი. იმ პერიოდის საცურაო კოსტუმის განმასხვავებელი ნიშანი ის იყო, რომ მას სპეციალური საცურაო ქუდიც ჰქონდა. 1930 წელი ![]() გასული საუკუნის 30-იანი წლები, ექსპერიმენტების პერიოდი იყო, საცურაო კოსტუმებზე მომუშავე დიზაინერებისთვი: ქსოვილი, ფერი, ნახატი, შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ ერთი რამ უცვლელად მეორდებოდა – კოსტუმი ყოველთვის ხაზს უსვამდა ქალის სხეულის ფორმებს. ამავე პერიოდში გაჩნდა ორად გაყოფილი საცურაო კოსტუმებიც. ![]() 1940 წ. ![]() 40-იან წლებში საცურაო კოსტუმი მეტისმეტად მოკრძალებული იყო, ძალიან ჰგავდა მინი-კაბას და აქცენტირებას ქალის სხეულის სილამაზეზე ახდენდა. 1950 წელი
1960 წელი
თუმცა, უფრო მოკრძალებული ვარიანტებიც (მაგ., ისეთი, როგორიც ე. ტეილორს ეცვა ფილმში «უეცრად, გასულ ზაფხულს») რჩებოდა მოდაში. ![]() 1970 წელი
1980 წელი
1990 წელი
2000 წელი ![]() ამ საუკუნის დასაწყისში, საცურაო კოსტუმების სპორტული სტილი, მიკრობიკინმა ჩაანაცვლა, რომელიც მეტისმეტად პირობითად ფარავდა შიშველი სხეულის ცალკეულ ადგილებს.
შეზღუდვები არც ფერზე და ქსოვილზე არის დაწესებული და დღეს, უკვე, ჯინსის საცურაო კოსტუმის შეძენაც არის შესაძლებელი. ![]() 759 8-ს მოსწონს
|