მხატვრობა როგორ იცვლებოდა მხატვრობა რენესანსიდან ჩვენს დრომდე- საუკეთესო კრებული 2016, 4 ივლისი, 10:10 ხელოვნება- ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას. სიტყვა "ხელოვანს" მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.
ვიცით, რომ სახვითი ხელოვნება მოიცავს მხატვრობას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. დღემდე უკვდავია ნიჭი თუ შედევრები გასული საუკუნეების მხატვრებისა, რაც მოწმობს იმას "კიდევ ერთხელ", რომ ადამიანის გონებრივ შესძლებლობებს შეზღუდვები არ გააჩნია და თანამედროვე მხატვრები კიდევ და კიდევ ცდილობენ დაამტკიცონ თავიანთი კრეატიულობა და გვთავაზობენ სახვით ხელოვნებას სულ სხვა რაკურსით. ეხლა კი მოდით ერთად გადავხედოთ თუ რა გზა გამოიარა მხატვრობამ რენესანსის ეპოქიდან დღემდე. I. რენესანსი, XIV–XVI-ე საუკუნე. 1. Sandro Botticelli-ს ცნობილი პორტრეტი "ვენერას დაბადება" 1482-1486 წლები. ბოტიჩელის ცნობილი ფერწერული ნამუშევარი, რომელზეც გამოსახულია Simonetta Vespucci, ასახავს ფლორენციული რენესანსის პირველ სილამაზეს. 2. ლეონარდო და ვინჩის ცნობილი პორტრეტი "ქალი ხელში სინდიოფალათი" 1489-1490წლები. პორტრეტზე გამოსახულია Cecilia Gallerani, გოგონა, რომელიც იყო წარჩინებული იტალიური ოჯახიდან. 3. მიქელანჯელოს შესანიშნავი ნამუშევარი "ადამის დაბადება", რომელიც შესრულებულია 1508-1512 წლებში. II. ბაროკო, XVII-XVIII-ე საუკუნე. 1. Peter Paul Rubens-ის მიერ შესრულებული შედევრი "ლეკიპას ქალიშვილების გატაცება", 1618 წელი. 2. Caravaggio- "კალათი ხილით", 1596 წელი. III. როკოკო, XVIII-ე საუკუნის პირველი ნახევარი. 1. Jean-Honoré Fragonard- "ქანაობა". 1767 წელი. 2. Nicolas Lancret- "მოცეკვავე კამარგო, 1730 წელი. IV. კლასიციზმი, XVII–XIX-ე საუკუნე. 1. Jacques-Louis David-ის მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი ნამუშევარი "ჰორაციოს ფიცი", 1784 წელი. V. რომანტიზმი, XVIII-ე საუკუნის მიწურული და XIX-ე საუკუნის ნახევარი. 1. Karl Bryullov-ის "პომპეის უკანასკნელი დღე", 1830-1833 წელი. 2. Иван Айвазовский- "მეათე ტალღა", 1850 წელი. VI. პრერაფაილიტიზმი, XIX-ე საუკუნის შუა. 1. John Everett Millais- "ოფელია", 1851-1852 წელი. VII. აკადემიზმი, XVII–XIX-ე საუკუნეები. 1. Paul Delaroche- "პეტრე პირველის პორტერტი", 1838 წელი. 2. Александр Иванов- "ქრისტეს ხალხში გამოჩენა", 1837-1857 წლები. VIII. რეალიზმი, XIX-ე საუკუნის მეორე ნახევარი. 1. Илья Репин- "ბურჟები ვოლგაზე", 1873 წელი. 2. Edouard Manet- "ბარი Folies Bergère", 1885 წელი. IX. იმპრესიონიზმი, XIX-ე საუკუნის მესამე ნახევარი და XX-ე საუკუნის დასაწყისი. 1. Edgar Degas- "ცისფერი მოცეკვავეები", 1897 წელი. 2. Pierre-Auguste Renoir-ის "მოცეკვავე ჯინ სამარი", 1877 წელი. X. მოდერნი, XIX-ე საუკუნის მიწირული და XX-ე საუკუნის დასაწყისი. 1. Gustav Klimt- "კოცნა", 1907-1908 წელი. 2. Alphonse Mucha- "დღის დროები", 1899 წელი. XI. პოსტიმპრესიონიზმი. 1880-ნი წლების მიწურული და XX-ე საუკუნის დასაწყისი. 1. Vincent van Gogh- "ვარსკვლავიანი ღამე", 1889 წელი. 2. Georges Seurat- "აღდგომის დღე კუნძულ გრანდ-ჟატზე", 1884 წელი. XII. კუბიზმი, XX-ე საუკუნის დასაწყისი. 1. Pablo Picasso- "ავინელი ქალწულები", 1907 წელი. 2. Juan Gris- "მამაკაცი კაფეში", 1914 წელი. XIII. ექსპრესიონიზმი, XX-ე საუკუნის მესამე ნახევარი. 1. Edvard Munch- "კივილი", 1893 წელი. 2. August Macke- "რუსული ბალეტი", 1912 წელი. XIV. სურეალიზმი, 1920-ნი წლების დასაწყისი. 1. Salvador Dali- "მეხსიერების აღდგენა", 1931 წელი. XV. პოპ-არტი, 1950-1960-ნი წლები. 1. Richard Hamilton- "ყოველდღიური ცხოვრება ამდროისათვის", 1956 წელი. 2. Andy Warhol- "მერლინ დიპტიხი", 1962 წელი. XVI. ოპტიკური ილუზია (ოპ-არტი), XX-ე საუკუნის მეორე ნახევარი. 1. Bridget Riley- " ჩრდილების თამაში", 1990 წელი. 2. Enrique Matos- «Viagem Cósmica 1», 2003 წელი. XVII. ჰიპერრეალიზმი, XX — XXI-ე საუკუნეები. 1. Philippe Weber- "ანტონიას ნათლობა", 2012 წელი. 2. Jean Bodin- "ხილი". 942 17-ს მოსწონს
|