სხვა ჩეხია - ჩეხეთის რესპუბლიკის სახელი ოფიციალურად შეიცვალა! 2016, 3 ივლისი, 16:26 ჩეხეთის რესპუბლიკა - ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება პოლონეთი, დასავლეთით — გერმანია, სამხრეთით — ავსტრია და აღმოსავლეთით — სლოვაკეთი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პრაღა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1, 3 მილიონს ადამიანს შეადგენს. ჩეხეთი პლურალისტური, მრავალპარტიული საპარლამენტო ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია.
როგორც ევროკავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ჩეხეთის რესპუბლიკის სახელი შეიცვალა, ქვეყანას აწი ჩეხია ერქმევა. დედაქალაქ პრაღაში მართვის ცვლილებებში ოფიციალურად შევიდა, ქვეყნის სახელის ცვლილება - Czech Republic >>> Czechia. ქვეყნის ახალი სახელის ვერსია ინგლისურად, გერმანულად, ფანგულად, რუსულად, არაბულად და ჩინურად გაეროს უკვე გადაეცა. ჩეხიას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა 7 ივლისიდან ოფიციალურად, ყველა საერთაშორისო შეხვედრებზე ჩეხეთის რესპუბლიკის სანაცვლოდ, ჩეხიას სახელწოდებით მიიღებს მონაწილეობას. აქვე მინდა მოგახსენოთ მცირედი ინფორმაცია ჩეხიას შესახებ: სახელმწიფო სისტემა : დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი ადმინისტრაციული დაყოფა : 13 მხარე და დედაქალაქი(პრაღა) სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 469 14-ს მოსწონს
|