სისხლის სამართალი მაღაზიაში საათზე მეტი "ვერ ამჩნევდნენ" როგორ კლავდა მამაკაცი მოლარეს(ვიდეო) 2016, 1 ივლისი, 9:46 შოკისმომგვრელი ისტორია დაედო საფუძვლად სისხლის სამართლის საქმეს, რომელმაც უკვე დიდი რეზონანსი გამოიწვია: მაღაზიის ძარცვის მცდელობა სიცოცხლის მუქარის ხელყოფით, თუმცა თვითონ დანაშაულის დეტალები იმდენად საყურადღებო არ არის, როგორც მოწმეების რეაქცია, უფრო სწორად საერთოდ რეაქციის არარსებობა.
შემთხვევა პერმის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა.მამაკაცი თავს ესხმის მოლარეს და მთელი საათის განმავლობაში აწამებს.იქვე კადრში მოხუცი ქალი დგას, თუმცა როგორც ჩანს, მას დახლებზე დადებული საქონელი უფრო აინტერესებს.კადრში უკანა პლანზე დაცვა გაიელვებს, თუმცა ის სადღაც მიიმალა. ყვირილზე კოლეგა მოლარე გამოვიდა, თუმცა მალევე მიბრუნდა და ფულის გადამალვა დაიწყო, როგორც ჩანს მას სალაროს ბედი უფრო აწუხებდა. მაღაზიის მუშა ყუთით ხელში ჩამოივლის და ვითომც არაფერი არ ხდება ისე განაგრძობს თავის საქმიანობას, თითქოს მაღაზიაში ყოველდღიურად ადამიანს კლავენ.რეაქცია ნული. საუბრობს ფსიქოლოგიის პროფესორი კონსტანტინე ლისეცკი:"ეს არის დიფუზური პასუხისმგებლობის ტიპიური ეფექტი, რომელიც კარგად აქვს აღწერილი და შესწავლილი ფსიქოლოგიას. "როდესაც მე ვხედავ, სხვებიც ხედავენ და თუ ვინმე ჩაერევა, მერე მეც ჩავერევი." როგორც იქნა ვიღაცამ პოლიციას გამოუძახა.სამართალადამცავებს მოუწიათ მცირე სპეცოპერაციის ჩატარება, რადგან მამაკაცმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა. იგი აღმოჩნდა ადრე ნასამართლევი 33 წლის მამაკაცი, სახელად კოსტია. 962 7-ს მოსწონს 1-ს არა
|