სხვა უცნაური იურიდიული კაზუსი 2016, 1 ივლისი, 9:42 1974 წელს ქ. ბაზელის (შვეიცარია) სასამართლომ გამოასწორა შეცდომა, რომელიც ამავე სასამართლომ, 500 წლის წინ დაუშვა: გაამართლა უდანაშაულო ბრალდებული, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიესაჯა. 1474 წელს, ქ. ბაზელში, ჩატარდა სასამართლო პროცესი, რომელზეც განსასჯელის სკამზე იჯდა… მამალი. ბრალდებულს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ მან კვერცხი დადო, რაც თავის მხრივ, მის ბნელ ძალებთან კავშირის მტკიცებულება იყო. ამის გამო, მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს – კოცონზე დაწვით. განაჩენი სისრულეში უამრავი ადამიანის თანდასწრებით მოიყვანეს. ამ სასამართლო პროცესიდან, 5 საუკუნის შემდეგ, ფრანგმა მეცნიერმა პეზარმა დაამტკიცა, რომ ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევის შედეგად, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციური დაავადებით, ჭლექით, პერიტონიტით, სახეობისთვის უჩვეულო საკვების მიღებით გამოწვეული მოწამვლით, ფრინველის სქესი შეცვლა შესაძლებელი არის. პეზარის მტკიცებით, მან ექსპერიმენტის გზით, ქათმის მამლებად გადაქცევა შეძლო. ამ ექსპერიმენტის არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ქათამს მხოლოდ ხორცს აჭმევდა. მსუბუქი მოწამვლის შედეგად, ქათმის საკვერცხეების ატროფირება მოხდა და მას საწინააღმდეგო სქესის ნიშნები გაუჩნდა. ამ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ფაქტს აღწერს ინგლისელი მეცნიერი ფ. კრუც: სამი წლის ქათამი კვერცხის კარგი მდებელი იყო და ბევრი წიწილა ჰყავდა გამოჩეკილი. მოულოდნელად, ქათამს ბუმბულის ცვენა დაეწყო და კვერცხის დადება შეწყვიტა. მას მამლის ბიბილო გაეზარდა, მისთვის დამახასიათებელი ბუმბული გამოუვიდა და ფეხებზე დეზები გაუჩნდა. გარდა ამისა, კაკანი შეწყვიტა და მამალივით ყივილი დაიწყო. გარკვეული დროის შემდეგ, «ორსქესოვანი» ფრინველი, სრულფასოვან მამლად იქცა და მას ჩვეულებრივ ქათმებთან ურთიერთობის შედეგად, წიწილებიც შეეძინა. 315 8-ს მოსწონს
|