x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცნობილი პედიატრის გენიალური ციტატები

image

ცნობილი ექიმი და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ, 15 წიგნის ავტორი ე. კომოროვსკი, ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე, საავტორო გადაცემის – «ექიმი კომოროვსკის სკოლის» წამყვანიც არის. ის, წლების მანძილზე, მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს ასწავლის, თუ როგორ უნდა მოუარონ ბავშვებს, რომ მათ ნაკლებად იავადმყოფონ და ჯანმრთელი ადამიანები გაიზარდონ.

ალბათ, ყველასთვის საინტერესო იქნება, ცნობილი პედიატრის აზრი, ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალების ჯანმრთელობის შესახებ.


image

imageბავშვისა და დედის ჯანმრთელობის შესახებ

image

«ორშაბათობით ბავშვები უფრო ხშირად ავადმყოფობენ. იმიტომ, რომ დასვენების დღეებში სტუმრად მიდიან ბებია-ბაბუებთან, ხოლო სიყვარულის საზომი ჩვენთან, სამწუხაროდ, საჭმელი არის».

image

«თუ ოჯახში არის ბავშვი, რომელიც ხშირად ავადმყოფობს, ძაღლი შეიძინეთ. მშობლებს ბავშვის გასეირნება ავიწყდებათ, ძაღლს კი დღეში ორჯერ უნდა გარეთ გაყვანა».

image

«ოჯახის კეთილდღეობა – დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის. ბავშვის მამამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დედამ დროზე ჭამოს საჭმელი, საკმარისად ეძინოს და სუფთა ჰაერზე გაისეირნოს».

image

ექიმი კომოროვსკი თვლის, რომ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, შექმნილი პრობლემის მოგვარება, მხოლპდ პედიატრების მეშვეობით არ შეიძლება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დიდწილად, დამოკიდებულია მის მშობლებზე და ბებია-ბაბუაზე. სწორედ მათ შეუძლიათ იმაზე მოქმედება, რომ ბავშვი ავად არ გახდეს, ხოლო თუ მაინც გახდება, მალე გამოჯანმრთელდეს.

image

სკოლის შესახებ

image

«ბედნიერი ბავშვი, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელი ბავშვი არის და უკვე შემდეგ – ბავშვი რომელმაც წერა-კითხვა იცის და ვიოლინოზე უკრავს».

image«ჩვენს სკოლებში, უმჯობესია, რომ ბავშვი 10 წლის ასაკში მივიდეს, რადგან იქ პატარებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ».

image

ექიმი თვლის, რომ ბავშვებმა დაწყებითი სკოლის ასაკში, უფრო მეტი უნდა იმოძრაონ და მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე. სამწუხაროდ, თანამედროვე სკოლას ამის უზრუნველყოფა არ შეუძლია.
«იმ შემთხვევაში, თუ ყველა დასვენების დროს, საკლასო ოთახის განიავება მოხდება, 10-ჯერ შემცირდება ვირუსების რაოდენობა ჰაერში და ამდენჯერვე გრიპით დაავადებული ბავშვების რიცხვი კლასში».

image

პამპერსების შესახებ
image

«პამპერსების არსი და იდეოლოგია შემდეგში მდგომარეობს: პამპერსი სჭირდება არა ბავშვს! პამპერსი სჭირდება ბავშვის დედას!»

image

საკითხი, რომელიც უამრავ მშობელს აღელვებს: «შეიძლება, თუ არა, ბიჭებისთვის პამპერსი?» ექიმის აზრით (უახლეს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით), პამპერსის გამოყენება, მომავალში, არ გახდება მამაკაცის უშვილობის მიზეზი. «პამპერსი არანაირ ზიანს არ აყენებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არც სამომავლოდ და არც ხმარების მომენტში».

image

ფეხმძიმობაზე
image

«ფეხმძიმობა 9 თვის მანძილზე გრძელდება და ქალბატონების დასამშვიდებლად, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სპილო, მსგავს მდგომარეობაში, 22 თვის მანძილზე იმყოფება. ფეხმძიმობა ავადმყოფობა არ არის და მისი არ უნდა გეშინოდეთ. ჩვეულებრივი ცხოვრების წესით იცხოვრეთ და საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად იზრუნეთ».

0
8386
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
8386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0