x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138450
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
11 რჩევა, რომელიც უცხოელებს ქართულ სუფრაზე მოხვედრისას გამოადგებათ

ეს სტატია ერთ-ერთ რუსულ საიტზე შემხვდა და გადავწვიტე მეთარგმნა, რადგა საქართველოს და მის ტრადიციებს შეეხებოდა.


image

სანამ ეგვიპტისა და თუქრეთის პლაჟებს ტურისტები სულ უფრო აკლდება, კავკასიის ქვეყნებს, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე რუს დამსვენებელთა რეკორდული რაოდენობა სტუმრობს. ყველაზე პოპულარულ მიმართულებად კი საქართველო ხდება - და გასაგებიც არის რატომ.

თუ საქართველოში წასვლა გადაწყვიტეთ, შემდეგი რჩევები გამოგადგებათ ქართული სუფრის საბაზისო ელემენტების ადვილად ათვისებაში:

1. საქართველოში ბევრი, ძალიან ბევრი სახეობის ღვინოა. მაგრამ სულაც არ გჭირდება მთელი ამ ქინძმარაულების დაზეპირება. დაიმახსვრე მხოლოდ ერთი: ღვინო არის თეთრი ან შავი (ანუ წითელი). თუ თავი კაცად მიგაჩია, აირჩიე თეთრი ღვინო, წითელი ქალებს და ბავშვებს დაუტოვე.

2. ნუ შეიძენთ მაღაზიაში ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოს, მით უმეტეს, დიზაინერულად გაფორმებულ ბოთლში. ჯერ ერთი, ეს არ არის ლამაზი, მეორე - სასაცილოა. უკიდურეს შემთხვევაში, იყიდეთ ღვინო ხუთლიტრიან ბოთლებში. უკიდურესი შემთხვევა ის შემთხვევაა, როცა რაღაცნაირად მოახერხებ, რომ ვერ იპოვო ქართველი, რომელიც სახლში, საკუთარი ღვინით გაგიმასპინძლდება.

3. შეეჩვიე ბევრის დალევას. სუფრაზე 7-10 ადამიანი 2-3 ვედრო ღვინოს სვამს. ღვინოთი ჭიქებს აუცილებლად ავსებენ და ყოველ შემდეგ ჯერზე მას ისევ პირამდე ავსებენ. ამიტომ, თავად გადაწყვიტე: ან ყოველ ჯერზე მთლიანად გამოსცალე ჭიქა, ან ცოტ-ცოტა მოსვი. დაძალებით, არავინ არაფერს დაგაძალებს.

4. დაიმახსოვრე - სადღეგრძელოს ამობს თამადა. ამის შემდეგ კი სუფრის ყველა დანარჩენი წევრი ამატებს თავის სათქმელს. შეგიძლია ძალიან მარტივად ჩაერთო ამ ძალდაუტანებელ საუბარში მხოლოდ ორი სიტყვის დამახსოვრებით: "გაუმარჯოს" და "ამინ". ეს ორი სიტყვა ნებისმიერი სადღეგრძელოს მხარდასაჭერად გამოგადგებათ.

5. თუ თამადა სადღეგრძელოს თქმას გთხოვს, ნუ შეშინდები. თქვი რაიმე მსგავსი: "გაუმარჯოს ამ სახლს, დაე, არასოდეს ჩაქრეს მასში სინათლე"; "გაუმარჯოს ჩვენს მასპინძელს, წმინდა გიორგი ფარავდეს მას"; "ყველა აქ შეკრებილს გაუმარჯოს".

6. ქართული სუფრის ეტიკეტი მოითხოვს, რაც არ უნდა მოხდეს, სუფრასთან იჯდე. მოწევა მოგინდა? მოსიე სუფრასთან, ეს არავის შეაწუხებს. ხოლო თუ 5-6 საათი ადგომის გარეშე გაძლებ - იქ მყოფების მხრიდან პატივისცემა გარანტირებული გექნება.

7. ერთ დროსაც სუფრაზე აუცილებლად გამოჩნდება ყანწი ან ლუდის ბოკალი და დაგჭირდება ერთი სულის მოთქმით გამოსცალო. გული არ გაიტეხო. ყოველთვის შეგიძლია ეს ესტაფეტა სხვა ადამიანს გადასცე სიტყვით "ალავერდი".

8. ნუ შეგეშინდებათ დათრობის. არასოდეს დაგტოვებენ მარტოს სადგურის შემნახველ კამერაში. დარწმუნებული იყავი: გაიღვიძებ ლოგინში, ზრუნვითა და ყურადღებით გარემოცული. და თუ წინა დღის სმის შემდეგ ცოცხალი გადარჩი, ყველაფერი თავიდან დაიწყება.

9. თუ არ გაქვს საჭმლის ფული, მოძებნე ვინმე, ვისთანაც დალევ. არც ერთი თავმოყვარე ქართველი ჭიქას ხელში არ აიღებს მისაყოლებლის გარეშე. სულ მცირეც საკმარისია: პური და საკმაოდ ნოყიერი ყველი, სულუგუნი.

10. დაიმახსოვრე ალკოჰოლის ძირითადი სახეობები: ღვინო, ჭაჭა (ყურძნის არაყი) და რაქი (არაყი სხვა ყველაფრისგან).

11. თუ შეგეკითხებიან, რომელი ღვინო მოგწონს ყველაზე მეტად, ყოველთვის უპასუხე გულწრფელად: "თქვენი ღვინო საუკეთესოა მათ შორის, რაც აქ გამისინჯავს. გეფიცებით!".

5
1669
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1669
  
2016, 30 ივნისი, 16:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი YOSHIMOTO-ის კომენტარზე
2016, 30 ივნისი, 16:07
კაი ნუ იტყუები რაღაცეებს:-)))
2016, 30 ივნისი, 13:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 30 ივნისი, 13:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5