სასმელები 10 ალკოჰოლური სასმელი,რომელიც ფეშენებლურ სახლზე უფრო ძვირია 2016, 30 ივნისი, 9:44 ქვემოთ გაეცნობით მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირფას ალკოჰოლურ სასმელს, რომლის ერთი ბოთლის ღირებულება იმდენად მაღალია, რომ თავისუფლად შეგიძლიათ გადაცვალოთ უზარმაზარ სასახლეზე და ხურდად ახალთახალი სუპერავტომობილი და სპორტული თვითმფრინავიც მოჰყვეს.
10) Bombay Sapphire Revelation-ფასი 200 000$-2008 წელს ჯინის კომპანია Bombay -იმ ითანამშრომლა Garrard-ის საიუველირო სახლთან და შექმნა სასმელი.ბოთლი ბროლისაა და მორთულია ბრილიანტებით და საფირონებით. 9) Tribute to Honour от Royal Salute – ფასი 200 000 – 215 000$-არანაკლებ 45 წლიანი დაძველების შოტლანდიური ვისკი ბროლის გრაფინშია ჩასხმული და მორთულია 413 ბრილიანტით და ოქროთი. 8)Dalmore 62 – ფასი 200000 – 215 000$-ეს შოტლანდიური ვისკი 1942 წელს ჩამოისხა ოთხი სხვადასხვა სპირტისგან, დამზადებული 1868, 1876, 1926 და 1939 წლების.სულ დამზადდა 12 ბოთლი. 7)Armand de Brignac Midas – ფასი 215000$-ამ კომპანიის შამპანური ყოველთვის ძვირი იყო, თუმცა სერია Midas -ი კიდევ უფრო ძვირია. ხელით დამზადებული შუშხუნა ღვინო 30 ლიტრიანი ბოთლით. 6)ვისკი The Macallan 64 Years Old in Lalique -ფასი 460 000$-დამზადდა სულ 4 ეგზემპლიარი.თითოეული გრაფინი კრისტალებისგან დამზადდა 17 ოსტატისგან 50 საათის განმავლობაში. 5)The Macallan "M" Six Litre In Lalique -ფასი 628 000$-კომპანია Macallan და Lalique -მა ფრანგი იუველირის, რენე ლალიკის იუბილე 150 წლისთავი ორიგინალურად აღნიშნეს.ბოთლი აუქციონზე გაიყიდა, ხოლო თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდა. 4)Mendis Coconut Brandy-ფასი 1 მლნ$-კომპანია Mendis-ი პირველი იყო მსოფლიოში, რომელმაც ქოქოსი ლიქიორისგან დაამზადა.ქოქოსის რძე 2 წლის განმავლობაში სპეციალურ კასრებში ინახებოდა. 3)არაყი Diva -ფასი 1მლნ.$-ეს არის არაყი, რომელიც სამმაგ ფილტრაციას გადის: ჯერ ყინულის გავლით, შემდეგ არყის ხის ნახშირში და ბოლოს ალმასის ქვიშა.ამასთანვე ყოველი ბოთლი Swarovski-ის ალმასებითაა მორთული. 2)Henri IV Dudognon Heritage Cognac Grande Champagne-ფასი 2 მლნ.$ ასწლიანი დაძველების კონიაკი, რომელიც პლატინის ბოთლშია მოთავსებული და მოოჭვოვილია ოქროთი და მორთულია ათასზე მეტი ბრილიანტით. 1) Pasión Azteca, Platinum Liquor Bottle от Tequila Ley -ფასი 3 მლნ.$-ყველაზე ძვირი ტეკილა და შესაბამისად ალკოჰოლური სასმელიც მსოფლიოში.მექსიკელი მწარმოებლების Tequila Ley .925 -ის ბოთლის დიზაინი ფერნანდო ალტამარინომ შექმნა, რომელიც ოქროსა და პლატინისგან არის დამზადებული და მორთულია ბრილიანტებით. 1220 7-ს მოსწონს 1-ს არა
|