პოეზია მოგვწყინდა პოლიტიკა ანუ როგორ გავხდეთ უკეთესი საზოგადოება 2016, 29 ივნისი, 22:18 სამწუხაროდ უკანასკნელ პერიოდში ინტერნეტსივრცე, ისევე როგორც ტელევიზია მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებს თუ აშუქებს, ნებისმიერი გადაცემა სწორედ პოლიტიკურ რეიტინგზე მუშაობს, რაც საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს საზოგადოების განწყობასა და მის იდეოლოგიაზე, ვფიქრობ თუ გვსურს შევქმნათ წარმატებული სახელმწიფო საჭიროა არა მხოლოდ პოლიტიკური ორატორობა (ხშირად არც ეს გამოდით) არამედ უფრო ღრმა ცოდნა საქართველოს ისტორიისა, ლიტერატურისა, გეოგრაფიისა და ა.შ სხვა შემთხვევაში ალბათ დამეთანხმებით, რომ იდეალური საზოგადოების შექმნა ძალიან რთულია, არ უნდა ვიფიქროთ რომ პოლიტიკა და კონკურენცია ცუდია, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს რაღაც სხვა გზა იმისათვის რომ თავი კომფორტულად და უბრალოდ განათლებულად ვიგრძნოთ. ტელევიზია, ისევე როგორც ინტერნეტსივრცე და ნებისმიერი ჟურნალ-გაზეთი ყოველი ნომრის რამდენიმე გვერდს მაინც უნდა უთმობდეს სხვადასხვა სოციალურ საკითხებს, რომელიც მიმართული იქნება ჯანსაღი აზროვნების განვითარებისაკენ, საბედნიეროდ არის შემთხვევები როცა მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი, ძირითადათ ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა ამავდროულად სამწუხაროა რომ მას ინტესიური ხასიათი არ აქვს. თუ ჩვენ დავნერგავთ რაღაც ახალს ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში და ამით პროპაგანდას გავუწევთ მწიგნობრობასა და ლიტერატურის განვითარებას, ვფიქრობ უკეთესი ორატორებიც ვიქნებით და უკეთესი პოლიტიკოსები, არის რაღაც რაც უნდა შეიცვალოს ჩვენ ქართველებს გვაქვს რესურსი თუ პოტენციალი ჩვენ თვითონ სხვის ჩაურევლად შევქმნათ განათლებისა და ჯანსაღი აზროვნების პერსპექტივა, დამერწმუნეთ ვერცერთი ორატორი თუ მოხალისე ვერ იქნება იდეალური პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე თუ მან არ იცის შოთა რუსთაველი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე და სხვანი. უნდა ვიცნობდეთ მათ შემოქმედებას, ჩვენი შრომით უნდა მივაჯაჭვოთ ახალგაზრდა თაობა წიგნებთან, უნდა გავაცნოთ ამ გენიოსების შემოქმედება რადგან როგორც გამოჩენილი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი იტყოდა “ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული მთელი ერის კეთილდღეობა და არსებობა'' მაშ ასე ვფიქრობ ჩემი აზრი ჩამოვაყალიბე, რომელიც არავისთვის არ იქნება საზიანო, პირიქით მინდა მოხდეს საქართველოში განათლებისა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლება. არ ვიცი რამდენად ბევრი ნახავს ჩემს სტატიას, რამდენად ბევრი დამეთანხმება და დაინტერესდება ამ საკითხით, მაგრამ როგორ იტყვიან იმედი ყველაზე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ადამიანმა იცოცხლოს “უსასოდ ყოფნას სჯობს ყოფნა მკვდარად'' ვნახოთ რამდენი დაუბრუნებს დაკარგულ იმედს ჩვენს სამშობლოს.
სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა ერთი ჩემი დაწერილი ლექსიც შემოგთავაზოთ, რომელიც გამოჩენილ გენიოსს და საქართველოს ღირსეულ შვილს ნიკოლოზ ბარათაშვილს მივუძღვენი. იქნებ უბრალო ნაჯღაბნია, მაგრამ რასაც ადამიანი ფიქრობს თუნდაც არასწორი იყოს ის, მაინც უნდა უყვარდეს საკუთარი აზრი და იცოდეს საკუთარი შეხედულების დახვეწა და დაცვა.
ნიკოლოზ ბარათაშვილს
მთელი ცხოვრება შენ იყავი უცხოს ძებნაში
მთელი ცხოვრება გაატარე სასტიკ ღელვაში მაშინ როდესაც შენს ადგილას ბევრი ნებდება შენ ადექი და შექმენი რაც არ ბერდება მინდა ვიცნობდე მე იმ ვაჟკაცს გმირს და გენიოსს პატივისცემა სიყვარული სისხლში გვედინოს გვიყვარდეს საქართველო მისი გრძნობებით და მოვიპოვოთ თავისუფლება ველზე ბრძოლებით მინდა გხედავდე ამხედრებულს მე შენს მერანზე ველად მორბენალს თავისუფალს ჩვენს ტკბილ მიწაზე ბედის საზღვარის გადამკვეთელს, ვარსკვლავთ მეგობარს არვინ გაჩნდება შენნაირი, მუდამ მეგონა შენ არ მომკვდარხარ, გენიოსი ასე არ კვდება ვერ დავიჯერებ, რომ ვაჟკაცის გული ჩერდება იქნებ შენახარ ის არწივი კლდეზე მებრძოლი მასში ჩასახლდა დიდი სული შენი მემგონი საუკუნეებს კვლავ გაუძლებს შენი სახელი მარად ინთება ჩაუქრობი წმინდა სანთელი გაიზრდებიან შენს სახელზე ქართველთ შვილები მოგიგონებენ, მოგბაძავენ ალგეც ლეკვები 28 3-ს მოსწონს 2-ს არა
|