საქართველო დავით აღმაშენებელი 2015, 18 აგვისტო, 14:45 დავით აღმაშენებელი დიდი სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელმაც მოახერხა მე-12 საუკუნეში საქართველოს ერთიან სამეფოდ ჩამოყალიბება, დავითი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ავიდა სამეფო ტახტზე ალბათ ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ახალგაზრდა ყმაწვილი მოახერხებდა კავკასიის რეგიონში უძლიერესი სამეფოს შექმნას. დავითს მძიმე მდგომარეობაში დახვდა ქვეყანა, საქართველო ნაწილ-ნაწილ დაშლილი მტრისაგან შევიწროებული იყო, შესაბამისად თუ დავითს სურდა დანგრეული სამეფოს აღორძინება უდიდესი რეფორმები უნდა გაეტარებინა. დავითი სამეფო ტახტზე 1089 წელს ავიდა გამეფებისთანავე მან აქტიურად დაიწყო სხვადასხვა პოლიტიკური ღონისძიების გატარება, უპირველეს ყოვლისა საჭირო იყო რეგულარული ჯარის შექმნა, ამისათვის მან მოიწვია მხედართა რაზმები მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარში დაბრუნების საშუალება მისცა რითიც გაზარდა თავისი ჯარის რიცხვი, რამდენიმე წელი დასჭირდა დავითს იმისათვის, რომ შეექმნა რეგულარული არმია ხოლო როდესაც გადამწყვეტი უპირატესობა იგდო ხელთ განუდგა თურქ-სელჩუკებს და ღიად დაიწყო ბრძოლა მათ წინააღმდეგ, გადამჭყვეტი აღმოჩნდა 1121 წლის აგვისტო, ამ დროისათვის დავითს დაკავებული ჰქონდა მტრის მიერ წაღებული ციხე-ქალაქების დიდი ნაწილი: ზედაზნის ციხე, კახეთ-ჰერეთი რუსთავი, შირვანი. ასეთ სიტუაციაში თურქ-სელჩუკებმა გამოგზავნეს მრავალრიცხოვანი ჯარი ილღაზის მეთაურობით, მათი მიზანი დავითის დამარცხება და საქართველოს მთლიანი დამორჩილება იყო. დავითმა კარგად იცოდა თუ რა რთული სიტუაცია იყო, ეს არ გახლდათ რიგითი ბრძოლა, ეს იყო ომი რომელიც გადაწყვეტდა საქართველოს არსებობას, დავითმა იცოდამ რომ მთლიანი ჯარი მის განკარგულებაში იყო და დამარცხების შემთხვევაში სამეფო ჯარის და მეფის გარეშე რჩებოდა, და აი დადგა 1121 წლის 12 აგვისტო, უდიდესი თარიღი საქართველოს ისტორიაში, დავითმა თავისი 55 ათასიანი ლაშქარი მძლავრი მტრის წინააღმდეგ დაძრა, დავითმა ბრძოლის წინ გაამხნევა თავისი ერთგული ჯარი და და ბრძოლისათვის გაემზადა, ქართველი ჯარის სწორმა მანევრმა დააბნია თურქთა ლაშქარი და რამდენიმე საათის შემდეგ საქართველომ დიდგორის ბრძოლა ღირსეული გამარჯვებით დაასრულა, დავითმა საბოლოოდ განდევნა მტერი საქართველოდან და სამეფოს ახალი სული შთაბერა, ეს იყო უდიდესი გამარჯვება საქართველოს ისტორიაში ''ძლევაი საკვირველი" როგორც შემდგომ ისტორიკოსებმა უწოდეს, მართლაც ქართველებმა ძალიან მარტივად და სწრაფად დაამარცხეს ურიცხვი ლაშქარი, თუმცა ეს არ იყო საბოლოო გამარჯვება მართალია თურქ-სელჩუკები განდევნილ იქნა თუმცა დავითს სხვა მიზნები ჰქონდა, მისი მიზანი საქართველოს გაერთიანება იყო, მაგრამ როგორ მოახერხებდა ამას როცა საქართველოს მთავარი ქალაქი თბილის ამირას ხელში იყო. 1122 წელს დავითმა აიღო თბილისი და საბოლოოდ დაასრულა ქვეყნის გაერთიანების სამუშაო, ამის შემდგომ სახელოვანმა მეფემ რეფორმების გატარება დაიწყო ომგამოვლილ სამეფოში დაიწყო მშენებლობები, მოიჭრა ახალი მონეტები, დაიხვეწა სასამართლო სტრუქტურა, სწორედ ამ დროს აიგო გელათის მონასტერი, დავითს სურდა მთლიანი კავკასიის გაერთიანება, თუმცა არ დასცალდა 1125 წელს სახელოვანი და დიდებული მეფე გარდაიცვალა რითიც დასრულდა უდიდესი პერიოდი, ძლიერების ხანა. დავითს ხუთი შვილი დარჩა, დემეტრე, თამარი, კატაი, ვახტანგი, თამარ მრწემსი. დემეტრე დავითის შთამომავალი და მისი საქმეების გამგრძელებელი გახდა, არსებობს რამდენიმე საინტერესო ცნობა დავითის შესახებ, უპირველეს ყოვლისა ეს არის დავითის რიგითი ნომერი, დღეს დავითი მიჩნეულია როგორც მე-4 თუმცა ამაზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მე-10 საუკუნემდე არც ერთი დავითი გაერთიანებული სამეფოს მეფე არ ყოფილა მაშინ ამ კონტექსტში დავით აღმაშენებელი უსათუოდ პირველია, მაგრამ თუ საქართველოს ისტორიას თვალს გადავავლებთ მე-11 საუკუნემდე იყვნენ სხვა და დავითებიც, დავით კურაპალატი 876-881 დავით მეორე 923-937 დავით მესამე 978-1001 სწორედ ამ მეფეების შემდეგ მოდის დავით აღმაშენებელიც შესაბამისად ის რიგით მეოთხე მართველია, მიუხედავად ამისა უნდა აღინიშნოს რომ ის იყო პირველი დავითი (სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით უკანასკნელი) რომელმაც შექმნა უდიდესი სამეფო და მოახერხა საქართველოს ერთიან სამეფოდ ჩამოყალიბება, ის იყო და იქნება უდიდესი მართველი საქართველოს ისტორიაში, კაცი რომლის სახელი ყველა ქართველისთვის საამაყოა და კაცი რომელსაც აიგივებენ ისეთ ძლევამოსილ მართველებთან როგორიც იყო ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი და სხვა, მართლაც რომ საუკუნეები სჭირდება ასეთი ადამიანის დაბადებას, დღეს თითოეული ქართველი იმედის თვალით უყურებს მომავალს რადგან ყველას სწამს რომ მოვა დრო და გაჩნდება ადამიანი რომელიც დავითის მსგავსად მოახერხებს საქართველოს გაძლიერებას და მტრის დამარცხებას. 515 3-ს მოსწონს
|