ჩანახატები სასამართლო დარბაზიდან. საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია
2017, 2 მაისი, 15:29
10 წლის ჯონ ვნენიბლსი თავჩაღუნული უსმენს2 წლის ჯემს ბალგერის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისბრალდებას. ვნენიბლსი და მისი თანატოლი რობერტ ტომსონი მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, რამაც ისინი ყველაზე მცირეწლოვან მკვლელებად აქცია, დიდი ბრიტანეთის ისტორიაში. (1993 წ.)
როგორც ცნობილია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, რეზონანსულ სასამართლო პროცესებზე ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია. მაგრამ, ჩანახატების გაკეთება შეიძლება. საინტერესოა, რომ დიდ ბრიტანეთში, სასამართლოს მსვლელობის დროს, მხატვრებს ხატვის უფლება არა აქვთ და ისინი, მისი დსარულების შემდეგ, მეხსიერებით ხატავენ. პირველი სასამართლო ჩანახატი ანუ როგორც იმ დროს ეძახდნენ, სცენები სასამართლო დარბაზიდან, სალემის ჯადოქრების პროცესის მსვლელობის დროს გაკეთდა (1692-1693 წწ.). მონახაზების მოტივების მიხედვით, მხატვრები გრავიურებს აკეთებდნენ და წიგნებში აქვეყნებდნენ.
ქვემოთ წარმოდგენილი ლითოგრაფია უფრო გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის და 1876 წლით არის დათარიღებული.
თანამედროვე ისტორიაში სასამართლო პროცესების ფოტოგრაფირება პოპულარული იყო გასული საუკუნის 50-იან წლებამდე. 1935 წ. სასამართლო პროცესს, ჩარლზ ლინდბერგის შვილის გატაცებასთან დაკავშირებით, რომელზეც ბრალი ბრუნო რიჩარდ ჰაუფმანს წაუყენეს და დამნაშავედ ცნეს, კინოკამერით იღებდნენ. გარდამტეხი მომენტი 1954 წ. დადგა, სემ შეპარდის პროცესის დროს. სემი ცნობილი ქირურგი იყო და მას საკუთარი მეუღლის, მერლინის მკვლელობა ბრალდებოდა. საქმე იმდენად რეზონანსული იყო, რომ მოსამართლემ კინო და ფოტოგადაღება აკრძალა, რომ მასმედიას და საზოგადოებას გავლენა არ მოეხდინათ ნაფიცი მსაჯულების სამართლიან ვერდიქტზე.
ამ ისტორიის მოტივების მიხედვით, 1993 წ. ფილმი «გაქცეული» გადაიღეს, რომელშიც სემ შეპარდის როლს ჰარისონ ფორდი ასრულებს. ქვემოთ კი, სასამართლო დარბაზებში გაკეთებული, რამდენიმე თანამედროვე ჩანახატია მოცემული:
სკოტ პეტერსონი უსმენს ცოლის და ჯერ არდაბადებელი ვაჟიშვილის მკვლელობის ბრალდებას. (2005 წ.) საუდის პრინცი საუდ ბინ აბდულაზიზ ბინ ნასირ ალ საუდი სასამართლოს წინაშე წარსდგა, თავის დამხმარე მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით. ის დამნაშავედ ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. (2010 წ.) ფრანგი მედდა კრისტინა მოლბრე სასამართლოს წინაშე წარსდგა 6 უკურნებელი პაციენტის მკვლელობის გამო. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. (2003 წ.)
ტერორისტი ოკლაჰომა-სიტიდან თიმოთი მაკვეი, რომელმაც 168 ადამიანი მოკლა და 800 დაჭრა, თავისი ადვოკატის გამოსვლას უსმენს. (1997 წ.)
მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და 2001 წ. 11 ივნისს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს. ალ-ქაიდას წარმომადგენელი ზაქარიას მუსაუ თვალს ადევნებს მოსამართლის, ადვოკატის და პროკურორის თათბირს. საფრანგეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნეს აშშ-ში 2001 წ. 11 სექტემბრის ტერაქტის მოწყობის თანამონაწილეობაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე. (2006 წ.) ბერნი მედოფი მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში. მან ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური პირამიდა შექმნა. 2009 წ. მარტშიმედროფმა, მის მიერ ჩადენილი11 ფედერალური დანაშაული აღიარა და 150 წლის ვადით თავისუდლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მომღერალი შერილ კროუ ჩვენებას აძლევს ამბროსია კაპოსიას წინააღმდეგ, რომელიც მას დევნიდა და მოსვენებას არ აძლევდა, რადგან, «სულიერ ტყუპისცალად თვლიდა». სასამართლოზე, კაპოსია გაამართლეს. (2004 წ).
მარტა სტიუარტი განაჩენს უსმენს, გამოძიებისთვის აქციების გაყიდვასთან დაკავშირებული, ცრუ ჩვენების მიცემის გამო. მას ჩადენილი დანაშაულისთვის, 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჟეს.
ედმონდ დანეი, ჯოი უილიამსი და იბრაჰიმ დიმსონი ფედერალურ სასამართლოში იმყოფებიან კოკა-კოლის რეცეპტის მოპარვის და პეპსის კომერციული ინფორმაციის გაყიდვის მცდელობის გამო. უილიამსს, კოკა-კოლას კომპანიის ყოფილ მდივანს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, დიმსონს – 5 წლით, ხოლო, დანეის — 3 წლით. (2006 წ.)
ალბათ, გაინტერესებთ, რა ხდება სასამართლოს შემდეგ და სად მიაქვთ ეს ჩანახატები. მათ უბრალოდ ჩუქნიან პროკურორებს, ადვოკატებს და მოსამართლეებსაც კი. ხან კი ქუჩაში ყიდიან. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პროცესში მონაწილეობას ცნობილი ადამიანი იღებდა და ნახატს მისი ავტოგრაფიც ამშვენებს.