ფეხბურთი ჩილემ სამხრეთ ამერიკის თასი მოიპოვა,ხოლო ლიონელ მესიმ კარიერა დაასრულა ნაკრებში(ვიდეო) 2016, 27 ივნისი, 11:41 27 ივნისს ჩილემ პენალტების სერიით დაამარცხა არგენტინის ნაკრები და ისტორიაში მეორედ მოიპოვა სამხრეთ ამერიკის თასი.
ჩილე-არგენეტინის ფინალური მატჩის ძირითადი დრო სამხრეთ ამერიკის თასზე ძირითადი დრო დამთავრდა ანგარიშით 0:0. პენალტების სერიამ 4:2 ჩილეს სასარგებლოდ ისტორიაში მეორედ ამ ქვეყნას სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობა მოუტანა. საბედისწერო აღმოჩნდა ლიონელ მესის და ლუკას ბილის გაფუჭებული პენალტები. დამარცხების შემდეგ ლიონელ მესიმ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადი გააკეთა. "ჩემთვის არგენტინის ნაკრებში თამაში დასრულდა.ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, უკვე მეოთხე ფინალია ჩემს კარიერაში სადაც სამი ზედიზედ წავაგე, ამ მომენტისთვის რთულია გავაანალიზო ჩემი მომავალი ნაკრებში"-აღნიშნა არგენტინელმა ვარსკვლავმა. 29 წლის არგენტინელი ფეხბურთელი 17 წლიდან "ბარსელონას" შემადგენლობაშია, იგი თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო ვარსკვლავად ითვლება, მესი ხუთჯერ გახდა "ოქროს ბურთის" მფლობელი. 230 4-ს მოსწონს 1-ს არა |
:))))