x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
თუ ვინმე უანგაროდ დაგეხმარათ, იმას არ ნიშნავს, რომ ვალი არა გაქვთ...

image

image

..ადამიანი გარბოდა, რაც ძალი და ღინე ჰქონდა.. “დიდი და ბნელი” მისდევდა მას.. ბოლოს, ძალა გამოელია და ქვაზე ჩამოჯდა.. ის “დიდი და ბნელი” მის გვერდით მიყუჩდა. ამის შემყურე, საწყალი კაცი ნაღველმა შეიპყრო და აქვითინდა..

…უეცრად, ადამიანმა ფრთების ფრთხიალის ხმა გაიგო, თავი ასწია.. და ანგელოზი დაინახა, რომელსაც სადღაც ეჩქარებოდა..
– ეი! ანგელოზო..– დაუძახა ადამიანმა –..რა უნდა ვუყო ამ ბნელ ჩრდილს? ის ყველგან კვალდაკვალ დამყვება!..
..ანგელოზი დაეშვა ადამიანთან, ჯიბიდან ამოიღი ათამდე სანთელი, მისცა მას და უთხრა:
შენზე სანთლების ვალია.. აანთე, ვიდრე ჩრდილი თავს არ დაგანებებს..– ამ სიტყვებით, ანგელოზი თავის საქმეებზე გაფრინდა..
– მაგრამ, სანთელი დიდ და საშიშ ჩრდილს როგორ დაამარცხებს?..– უნდობლად ჰკითხა მას ადამიანმა..
– ნუ გეშინია.. ჩრდილი სინამდვილეში არ არსებობს.. ჩრდილი სინათლის ნაკლებობის გამო ჩნდება.. – დაიძახა ანგელოზმა, ისე, რომ არც კი შეჩერებულა..
– ვალი როდის დაგიბრუნო?..– დაიყვირა ადამიანმა, რომელსაც ხელში ანთებული სანთლები ეჭირა და ერთიმეორის მიყოლებით, ჩრდილში არჭობდა..
მე არ დამიბრუნო.. სხვა ადამიანებს დაუბრუნე..– ქარმა მოიტანა ანგელოზის პასუხი..
…ადამიანი იჯდა ქვაზე და პირველად ცხოვრებაში, მშვიდად და უშფოთველად იყო.. ჩრდილი თანდათან გაუფერულდა და საშიშად აღარ ეჩვენებოდა.. ანთებული სანთლებით გარშემორტყმული, შიშის ნაცვლად, ღიმილს ჰგვრიდა და ახალისებდა ადამიანს..

მორალი: თუ ვინმე უანგაროდ დაგეხმარათ, იცოდეთ, რომ ამ ადამიანის სახით, ანგელოზმა გაგიმართათ ხელი და თქვენ, მისი ვალი გაქვთ...

1
338
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
338
  
2016, 28 ივნისი, 19:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1