სხვა ჩინელი მამაკაცი თავის დასაფლავებიდან სამი წლის შემდეგ სახლში დაბრუნდა 2016, 23 ივნისი, 16:00 ![]() მა ცისიანი 2009 წელს უგზოუკვლოდ დაიკარგა.ნათესავები კარგა ხანს ეძებდნენ გონებრივად ჩამორჩენილ მამაკაცს. 2012 წელს ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ მა ცისიანი მანქანამ გაიტანა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა მისი იდენტურობა.ნათესავებმა დაკრძალვის ცერემონილი მოაწყვეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაირკვა, რომ ექსპერტიზამ შეცდომა დაუშვა, იუწყება Metro. ![]() გამოჩდნენ თვითმხილველები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მა ცისიანი საკუთარ საფლავთან დაინახეს. მალე "მიცვალებული" ახლობლებმა იპოვეს და სახლში მიიყვანეს, როგორც გაირკვა მამაკაცი ერთ-ერთ არალეგალურ ფაბრიკაში მუშაობდა სანამ იქიდან არ გამოაგდეს და ქუჩაში არ აღმოჩნდა. ამჟამად სამართალდამცავები ცდილობენ გაარკვიონ იმ პიროვნების ვინაობა, რომელიც ცისიანის მაგივრად დაასაფლავეს. ![]() 717 6-ს მოსწონს 2-ს არა
|