კონფლიქტები 10 საინტერესო ფაქტი "ისლამური სახელმწიფოს შესახებ"!!! 2016, 23 ივნისი, 13:39 ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, ხშირად ერაყისა და შამის / სირიის ისლამური სახელმწიფო, 2014 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად ისლამური სახელმწიფო — სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია ერაყსა და სირიაში. აკონტროლებს ერაყის, სირიისა, ლიბანის ნაწილს, ასევე მცირე ტერიტორიებს ლიბიაში, ნიგერიაში, ავღანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ტერორისტების თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა მთლიანად ლევანტის, მათ შორის ლიბანის, ისრაელის, პალესტინის, იორდანიის, სირიის, ერაყის, კვიპროსისა და სამხრეთ თურქეთის, თუმცა 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მსოფლიო ჯიჰადი და სახალიფოს დაარსება გამოაცხადა. გაერო ისლამურ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში ადანაშაულებს.
წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს "ისლამური სახელმწიფოს შესახებ"!!! 1. ორგანიზაცია მუსა ზერკავის მიერ შეიქმნა 2004 წელს ერაყში, სახელწოდებით - "ტევჰიდი და ჯიჰადი". მოგვიანებით უსამა ბინ-ლადენის ლიდერობაში მყოფ "ალ- ქაიდას" შეუერთდა. "ალ ქაიდასთან" შეერთების შემდეგ, ორგანიზაციამ ახალი სახელი დაირქვა - "ალ ქაიდა მეზოპოტამიაში". 2. როგორც ტერორისტული ორგანიზაცია "ისალმური სახელმწიფო" 2006 წელს, ერაყში, 11 რადიკალური ისლამური ჯგუფის გაერთიანებით შეიქმნა, რომლის სათვეში "ალ ქაიდას" ადგილობრივი ორგანიზაცია იდგა. მუსა ზერკავის გარდაცვალების შემდეგ, ორგანიზაციის სათავეში ებუ ჰამზა მუჯაჰირი დადგა. მოგვიანებით ორგანიზაციის ლიდერი და სახელწოდება შეიცვალა. 2006 წლის მიწურულისკენ ორგანიზაციის სახელი შეიცვალა "ისლამური სახელმწიფოს" სახელწოდებით, ხოლო ორგანიზაციის ლიდერად გამოცხადდა ებუ ომერ ელ ბაგდადი. 3. 2010 წლის აპრილის თვეში ერაყის და აშშ-ს სამხედრო ძალებმა ერთობლივი სპეც-ოპერაცია განახორციელეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. ოპერაციის დროს მოკლეს ორგანიზაციის დამფუძნებელი - მუსა ზერკავი და პირველი ლიდერი ებუ ჰამზა მუჯაჰირი. 4. პირველად კვაზი ტერიტორიული წარმონაქმნის შექმნა 2013 წლიდან დაიწყეს. ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ საბოლოოდ მსოფლიოს თავი 2014 წელს გააცნო, როცა სირიასა და ერაყში დიდი ტერიტორიები დაიპყრო და ე.წ. ხალიფატი გამოაცხადა. 5. დაჯგუფებამ დაუნდობელი სისასტიკის გამო ადვილად მოიპოვა ხალხისა და მსოფლიოს სიძულვილი. მათ მიერ ჩადენილ სასტიკ ქმედებებში შედის მასობრივი მკვლელობები, გატაცება და ადამიანებისთვის საჯაროდ თავის მოკვეთა. 6. 2014 წლის ივნისში დაჯგუფებამ ოფიციალურად გამოაცხადა "ხალიფატის" შექმნა, რომელიც იმართება შარიათის კანონების მიხედვით და რომლის სათავეშიც დგას ხალიფა. დედაქალაქად კი სირიის ქალაქი რაყა გამოაცხდა. 7. "ისლამურმა სახელმწიფომ" მოითხოვა, რომ მუსულმანურ სამყაროში, სადაც არ უნდა ეცხოვრათ მუსულმანებს, ყველგან ყოფილიყვნენ დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულნი. ასევე ყველა მსგავს ორგანიზაციას უნდა გამოეცხადებინა "ისლამური სახელმწიფოს" უზენაესობა. ამ ფაქტიდან გამომდინარე "ალ-ქაიდამ" ტერორისტულ ორგანიზაციიდან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის გაწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა. ორ ორგანიზაციას შორის რამოდენიმეჯერ შეტაკებაც განხორციელდა. 8. "ისლამურ სახელმწიფომ" ხელში ჩაიგდო ნავთობით მდიდარი სირიის ქალაქი- რაყა და ერაყის საზღვართან ახლომდებარე დეორ ეზ-ზორის რეგიონი. ბოლო ხნებში ტერორისტული ორგანიზაცია აქტიურად დომინირებს ერაყის სხვა ქალაქებშიც: მოსული, კირკუკი, ფელუჩი და რამადი. 9. 2015 წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა რაოდენობა ერაყსა და სირიაში 25-35 ათასი იყო. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა უმეტესობა არ არის არც ერაყელი და არც სირიელი. 10. აქვს თუ არა სირიას ორგანიზაციის ჩამოყალიბებასთან კავშირი? როგორც ცნობილია, ქვეყნის ოპოზიციას დიდი წვლილი ეძღვნის "ისლამური სახელმწიფოს" შექმნაში. დამასკოს რეჟიმი ბომბავს იმ ტერიტორიებს, სადაც დისიდენტები მმართველობენ, მაგრამ ხელს არ ახლებს იმ ტერიტორიებს, სადაც "ისლამური სახელმწიფო მეფობს". მოგახსენებთ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია, სირიის ნავთობით მდიდარ ქალაქ რაყადან ამოღებულ ნავთობს, ისევ სირიის რეჟიმს აძლევს ფულის ან იარაღის სანაცვლოდ. როგორც ჩანს ესეც ერთგვარი პოლიტიკაა!!!
1140 11-ს მოსწონს
|