x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508450
საშინელი კატასტროფა, რომელიც გასაიდუმლოებული იყო

საშინელი კატასტროფა, რომელიც გასაიდუმლოებული იყო



image










ამერიკაში ქარიშხალი "კატრინას" დროს პატიმრები ოთხი დღის განმავლობაში იყვნენ დატბორილ "კამერებში".

"კატრინას" გამო, და ასევე მის მიერ გამოწვეულ კატასტროფებს შეეწირა დაახლოებით 2000 ადამიანი, ასი ათასობით ადამიანმა დატოვა თავისი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ზარალი შეადგენდა 100 მილიარდ დოლარზე მეტს. და ეს მხოლოდ ის ფაქტები და ციფრებია, რომლებიც იცოდა მსოფლიომ. ამერიკის ოფიციალურ პირებს ძალიან უნდათ დაივიწყონ ეს კატასტროფა. არავის არ უნდა იყოს პასუხისმგებელი პატიმრებზე, რომლებიც ოთხი დღის განმავლობაში იყვნენ გამოკეტილნი.


ადამიანის უფლებათა დამცველებმა გამოკითხეს პატიმრები და საკმაოდ საინტერესო ფაქტები შეიტყვეს მათგან. კატასტროფის დროს ციხეში მომიშავენმა დატოვეს შენობა და მიატოვეს პატიმრები "კამერებში" გამოკეტილნი, და დატოვეს უწყლოდ და საჭმლის გარეშე. ისინი ოთხი დღის განმავლობაში იყვნენ ასეთ მდგომარეობაში.


როგორც ცნობილია პატიმრებმა "დარაჯი" ბოლოს ნახეს 28 აგვისტოს, ზუსტად იმ დღეს როდესაც ქარიშხალი სანაპიროს მოუახლოვდა და ადამიანთა უმეტესობა გაიქცა, ხოლო დანარჩენი დაიმალა თავშესაფარში. 29 აგვისტოს ციხე აღმოჩნდა მიტოვებული. სტიქიის შედეგად ციხე აღმოჩნდა დატბორილი მკერდამდე, და არა მარტო წყლით, არამედ "ფეკალიებით", ციხის "უნაკლო" კანალიზაციის გამო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ გაუწმენდიათ.


რამოდენიმე პატიმარმა მოახერხა გამოსულიყო თავისი "კამერიდან" და დაეღწია თავი წყლის დონის მატებას. სხვები კი, იმ იმედით, რომ მათ ვინმე დაეხმარებოდათ, თავიან "კამერებზე" გამოკიდეს დახმარების ასე ვთქვათ, "ფლაგები". მათ იმედი ქონდათ რომ დარაჯი სხვაგან გადაიყვანდა პატიმრებს. მიუხედავად ყველაფრისა ისინი იმყოფებოდნენ ასეთ მდგომარეობაში პირველ სექტემბრამდე, იქამდე სანამ ვინმემ არ გაიხსენა, რომ მათ "შემთხვევით" დაავიწყდათ "კამერებში" გამოკეტილი პატიმრები.



სხვათაშორის ამ ციხის პატიმრები პატარა ვადით იყვნენ დაპატიმრებულნი. უმეტესობა მხოლოდ "ხულიგნობისთვის" და "საჯარო ადგილას ლოთობისთვის" იყვნენ დაპატიმრებულნი. იყვნენ ისეთებიც ვისი განაჩენიც არ იყო გამოტანილი. ხოლო ციხეები სადაც "სერიოზული" დამნაშავეები იმყოფებოდნენ, თავის დროს "დაცალეს".










0
1064
12-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1064
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0