კულტურა ამ ქვეყანაში ქალები მამაკაცების დეფიციტს განიცდიან! 2016, 22 ივნისი, 22:55 ავსტრალია არის სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. ქვეყანა მოიცავს როგორც საკუთრივ მატერიკს, ასევე კუნძულ ტასმანიას და სხვა მცირე კუნძულებს. ეს არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით. ავსტრალიის მოსახლეობა ბოლო აღწერების თანახმად 25 მილიონს შეადგენს. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა.
ვსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების იდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური, პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით.
ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. ეს იყო ცოტა რამ ავსტრალიის შესახებ....
ბოლო გამოთვლებით გაირკვა, რომ დღითი დღე ავსტრალიელი ქალები, მამაკაცების დეფიციტს განიცდიან. მსოფლიოდ ცნობილი ვარსკვლავების კონტინენტზე ულამაზესი ქალები მამაკაცებთან ურთიერთობის უფრო აქტიურები არიან, ვიდრე საწინააღმდეგო სქესის პიროვნებები.
ავსტრალიელ ქალებს სოციალურ-ქსელებში სპეციალური გვერდები აქვთ, სადაც მამაკაცებზე ნადირობაა გამოცხადებული.
ლამაზმანები სასურველი მამაკაცის საძებნელად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ. გადიან საზღვარგარეთ, თუმცა ავსტრალიელ ქალებს უცხო მამაკაცები დიდად არ იზიდავენ. კვლვების თანახმად აღმოჩნდა, რომ ქვეყნის უდიდეს ქალაქებში ქალების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობას 10 ჯერ აღემატება. ეს კიდევ არ არის სახუმარო თემა არ არის.
როგორც ავსტრალიის კვლევათა ბიურო იუწყება, ბოლო წლებში შობადობის მხრივ ჭარბობენ გოგონები და ამ ფაქტთან ერთად ძალიან ბევრი ულამაზესი გოგონა, რომლების ასაკიც 20-35 მდე იცვლება დაუოჯახებელი რჩება.
მამაკაცების განსაკუთრებულ დეფიციტს განიცდიან ტასმანიის და ვიკტორიის რეგიონებში.
მოგახსენებთ, რომ წარმოშობით ავსტრალიელები არიან ჩვენთვის ცნობილი აქტრისები: ნიკოლ კიდმანი, კაილი მინოგი, მირანდა კერი და ა.შ
პ.ს.
მგონი უნდა ვესტუმროთ ავსტრალიას!!!
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2657 16-ს მოსწონს |
ქალები სექს ტურებზე ჩამოდიან საქართველოში. :)