x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არასტანდარტული გამოცდა ანუ პროფესორის «თამაშები»

პროფესორმა სტუდენტის «დასჯა» გადაწყვიტა, იმის გამო, რომ ის მის ლექციებს არ ესწრებოდა და გამოცდაზე მისულ სტუდენტს უთხრა:

— მოდით, მე თქვენ არასტანდარტულ გამოცდას მოგიწყობთ, ლოგიკურ აზროვნებაზე. საგამოცდო საკითხები საერთოდ დაივიწყეთ. მე რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ. მიპასუხებთ – მაშინვე დაგიწერთ «ფრიადს». ვერ მიპასუხებთ – გადაბარებაზე მოხვალთ. აბა, რას იტყვით?

image


სტუდენტმა ცოტა ხანს იფიქრა და დათანხმდა.

პროფესორმა ხელები მოიფშვნიტა და კითხვების დასმა დაიწყო:
— ცაში თვითმფრინავი მიფრინავდა, მასში 100 აგური იყო. ერთი აგური გადმოვარდა – რამდენი დარჩა?
— 99 !
— მართალია. კითხვა მეორე: როგორ უნდა მოათავსოთ სპილო მაცივარში, 3 მოქმედებით?
— ძალიან ადვილად. – გაიღიმა სტუდენტმა. – გავაღოთ მაცივარი, შევსვათ შიგნით სპილო და დავკეტოთ მაცივარი.
— კარგი…– თქვა პროფესორმა და კითხვების დასმა გააგრძელა. – როგორ უნდა მოვათავსოთ მაცივარში ირემი, 4 მოქმედებით?
— გავაღოთ მაცივარი, გამოვიყვანოთ იქიდან სპილო, მოვათავსოთ შიგნით ირემი და დავხუროთ მაცივარი.
— კარგი. ლომს – ცხოველების მეფეს, დაბადების დღე აქვს. ყველა ცხოველი აუცილებლად უნდა მისულიყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთი მაინც არ მივიდა. რომელი არ იყო დაბადების დღეზე?

— რა თქმა უნდა, ირემი! ის ხომ მაცივარში არის.
— მართალია. – თქვა პროფესორმა, თან თავისთვის გაიფიქრა: «ეტყობა მომიწევს ამ სტუდენტისთვის მაღალი ნიშნის დაწერაო». – კარგი, ბოლო ორი კითხვა: პირველი – მოხუცი ქალი მიდის გზაზე. გზა ჭაობამდე მიდის, რომელშიც ნიანგები ცხოვრობენ. შეძლებს, თუ არა, ის ჭაობის გადავლას?
— რა თქმა უნდა, შეძლებს! – გაიღიმა სტუდენტმა. – ყველა ნიანგი ხომ ლომთან არის დაბადების დღეზე?

— მაშინ ბოლო კითხვა. – თქვა პფროფესორმა და ჩათვლის წიგნაგი გადაშალა. – მოხუცმა გადაიარა ჭაობი, რომელშიც ნანგები არ არიან. გადადგა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და დაიღუპა. როგორ ფიქრობთ, რატომ?
— ჰმმმმ. – დაფიქრდა სტუდენტი. – კარგი კითხვაა. იქნებ, ჭაობმა ჩაითრია?
— არა! – თქვა გახარებულმა პროფესორმა და სტუდენტის ჩათვლის წიგნაკი დახურა. – მას თვითმფრინავიდან გადმოვარდნილი აგური დაეცა თავზე! როგორც ვფიქრობდი, არაფერი იცით და გადაბარებაზე მოგიწევთ მოსვლა. – უთხრა პროფესორმა და ჩათვლის წიგნაკი გაუწოდა.

0
238
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0