როგორც იცით რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე, რონალდომ დაარიგა თავისი ავტოგრაფები. ყველა ბედნიერი დარჩა გარდა ერთისა, 10 წლის გოგონა, რომელსაც ავტოგრაფი სურდა რონალდომ უარით გაისტუმრა. საქმე იმაშია, რომ ამ პატარა გოგოს ეცვა ბარსელონას მაისური და ამის გამო ვერ მიიღი რონალდოს ავტოგრაფი. ამ ფაქტმა დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია და ბევრმა რონალდო გააკრიტიკა. ფაქტია რონალდოსგანაც არ იყო საქციელი, მაგრამ ბავშვის მშობლებს სხვა მაიკა რო ჩაეცმიათ ალბათ არაფერი უჭირდა. რონალდომ დღეს ამ თემაზე კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ თავის მართლებას არ აპირებს, ძალიან კარგი ბავშვია და ის ჩემს ავტოგრაფს აუცილებლად მიიღებს თანაც ავტოგრაფს საჩუქარიც მოყვება თუ ის კიდევ ერთხელ მოვა ჩემს რეალის ან პორტუგალიის მაისურით. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეალისა და ბარსელონას დაუძინებელ მტრობაზე.