x
image
jango
ალვარო მორატამ რეალს 3 ქულა მოუტანა. მორატა რეალში რაულის გამეორებას აპირებს

imageგუშინ ღამით გაიმართა, ესპანური ფეხბურთის ტურის ცენტრალური მატჩი ვალენსიაში, ადგილობრივი ლევანტე დაუპირისპირდა მადრიდის რეალს. ექსპერტები ამ მატჩს თავიდანვე საინტერესოდ მიიჩნევდნენ, რადგან ბოლო წლებია რეალს ძალიან უჭირს ლევანტეში და ბოლო ორი თამაში დამარცხდა კიდეც. შეხვედრა მადრიდელთათვის ძალიან რთულად დაიწყო, რონალდომ წარბი გაიხეთქა შეჯახების დროს და სისხლის გაჩერება შეუძლებელი ჩანდა, თუმცა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მოახერხა თამაშის გაგრძელება და შეხვეული წარბით სამეფო კლუბის დაწინაურებაც კი მოახერხა. წვიმამ მთელი თამაშის განმავლობაში არ გადაიღო და მოედანს კიდევ უფრო აფუჭებდა. ფეხბურთელები წყალბურთს უფრო თამაშობდნენ, ფაქტობრივად იშვიათად თუ აკეთებდნენ დაბალ პასებს, რადგან რთული იყო "ვიზავისტამდე" მისულიყო ბურთი წვიმის გამო. ანხელმა 59-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ამ გოლში "დამნაშავე" ყველაზე მეტად სტადიონი იყო, სწორედ იკერის საჯარიმოში დაგროვებული გუბე დაეხმარა ფეხბურთელს პეპეს მოტყუებაში. რეალი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, გოლი ჰქონდათ გასატანი მაგრამ მოედანზე "წყლის გუბეები" ძალიან უშლიდათ ხელს. მადრიდელებს შანსი მიეცათ გოლის გატანის, მაგრამ კალეხონის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ალონსომ ვერ გამოიყენა. რეალის დამრიგებელმა მოედანზე კაკა გამოუშვა და მცველი მოხსნა, აღსანიშნავია ისიც რომ ბრაზილიელმა დარჩენილი დრო კარგად ჩაატარა. მაურინიომ ბოლო 10 წუთში გამოუშვა მინდორზე 20 წლის ალვარო მორატა. სწორედ ასეთ მომენტში უნდა გამოჩენილიყო ალვაროს შესაძლებლობები და დაედასტურებინა, რომ ღირსია მეტი სათამაშო დრო მიიღოს. კასტილიელები ხშირ შემთხვევაში უკვე გადაწყვეტილ მატჩებში ახერხებენ თავის გამოჩენას, მორატასკი მოურინიო გადამწყვეტ მომენტში ენდო, პრინციპში სხვა არჩევანი პორტუგალიელ მწვრთნელს არც ჰქონია. რაც არ უნდა იყოს, მორატამ გამოიყენა შანსი და სამეფო კლუბს 3 ქულა მოუტანა.

0
63
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0