ნახეთ რა დაუპოსტა მაგდა პაპიძეს დამ "ფეისბუქზე".
"ხომ მშვიდობით ხარ დაიკო? ჩემო სიცოცხლე და ძალიან ტკბილო... ძალიან დაჩაგრულო და ყველაზე თბილო... ვინ რა იცის როგორი თბილი ხარ და კეთილი. ვგრძნბობ არ გძინავს, შენი სუნი დადგა აქ ოთახში? იქნებ იგრძენი რომ შენს ჩაის ვამზადებთ აქ სახლში... ძალიან რომ გიყვარს იმ ჩაის... ჰოო დღესაც ვიყავით საფლავებზე, გუშინაც... დავასუფთავეთ... გუშინდელ წვიმას დაუსვრია იქაურობა... მოვეფერე შენი სახელით თოკოს და ომარის... თოკოს ვეჩურჩულე ტირილით, რომ დედიკოს ძალიან უყვარხარ თქო... ჰოო, შენი საყვარელი დიდი კელაპტარი სახლში რომ გაქვს, აქ მინდა დავანთო, მივიტანო... ფიზიკურად ვერ გამხნევებ... წვდომა არ მაქვს შენამდე... ისევ შენს გამო სულ ომში ვარ გარეთ და მე მოვიგებ ამ ომს! ხომ იცი ომის არ მეშინია! არა, არა, არ ეშინია შენ დაიკოს თაგვების და ბუზების... მე ღმერთის მეშინია, უყურადღებოდ არ დამრჩე თუნდაც ერთი დღე ამ ვიგინდარების გადამკიდე ... არ მეძინება დაიკო, არც შენ ვგრძნობ ... იცი? ხან ვგრძნობ, რომ ერთად ვერ ვჭამთ საჭმელს... როცა მე ვკრძალავ საკვების მიღებას, მატყობინებენ რომ შენც არ ჭამ მაგ დროს! ჰოოო ჩემი ხარ ჩემი გქვია ... ჩემი სისხლი და ხორცი ხარ ... სად მყავს დასაკარგი და... ცდილობენ მაგრამ ვერავინ წამგლიჯავს ხელიდან შენ თავს! მშვიდი ძილი დაიკო, თუ მოხუჭავ მაგ ლამაზ თვალებს..."-აი, ასეთი პოსტი დაუწერა რამდენიმე დღის წინ ლანა პაპიძემ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს. მისი უდანაშაულობის მხოლოდ მის დას და დედას სჯერათ.
როგორც მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს სასამართლო სხდომა, სადაც უკვე უამრავი მოწმე დაიკითხა და ყველა მაგდა პაპიძის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას. დაიკითხა მთავარი მოწმე ოთარ ბერძენიშვილიც, რომლის დაკითხვა დახურულ სხდომაზე გაიმართა, მაგრამ მაინც იქნა გავრცელებული მისი ჩვენებები, სადაც მან აღიარა, რომ მაგდასთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა და მაგდა მისთვის ერთი რიგითი ქალი იყო. სწორედ ბერძენიშვილთან ურთირთობის გამი ფიქრობენ, რომ მაგდამ დანაშაული ჩაიდინა. რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც ბრალდებულისა და გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ნათესავებს შორის.
საზოგადოება დაზაფრულია ამ საშინელი ამბით. ყველა ელოდება, როდის დასრულდება პროცესი და გაირკვევა სიმართლე. მაგდა პაპიძე მკვლელობას არ აღიარებს, მაგრამ მას საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უკვე დამნაშავედ მიიჩნევს, ისინიც კი ვისაც ვერ წარმოედგინა დედა შვილს სასიკვდილოდ როგორ გაიმეტებსო.
ცირკია რა...
დახვრეტა
სამცუხაროა მაგრამ არაუშავს გადავიტანთ