x
image
ციცი
Mediator image
სასამართლო არ აპირებს ჰოლი ბერისთვის შვილის წართმევას

image























ხანგრძლივი სასამართლო პროცესის გახმაურებული ისტორია, ყოფილ მეუღლეებს, ჰოლი ბერისა და გაბრიელა ობრის შორის, თანდათან ფინალს უახლოვდება. პრესისითვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, მათი შვილის, 4 წლის გოგონას გამო, ჰოლი ბერის სასარგებლოდ გადაწყდება. ინტერნეტ გამოცემის მონაცემების მიხედვით, ფსიქოლოგმა რომელმაც ორივე მშობელთან ჩაატარა გასაუბრება, თვლის რომ გაბრიელას განსაკუთრებული პიროვნულობა და შვილთან თბილი ურთიერთობა, აგრეთვე მამა-შვილის ერთმანეთზე დამოკიდებულება, არ შეიძლება გახდეს ბავშვის დედასთან განშორების მიზეზი. ჰოლი ბერი თავის საქმროსთან ერთად აპირებს საცხოვრებლად პარიზში გადასვლას. ჰოლივუდის ვარსკვლავის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როგორ აისახება სასამართლო პროცესზე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არავინ არ ჩქარობს. ამგვარად, კალიფორნიის კანონების მიხედვით, სასამართლოს არ შეუძლია შეუზღუდოს მსახიობს გადაადგილება.მისი მოვალეობაა დაიცვას ბავშვის ინტერესები და ერთერთ მშობელს მიაკუთვნოს იგი. რაოდენ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება გაბრიელა ობრი ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის, რადგან იგი ხშირად ვეღარ შეძლებს ბავშვის მონახულებას და ეს გოგონასთვისაც არ იქნება ადვილი, რადგან ბავშვი მამას ძალიან არის მიჩვეული. image































0
78
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0