x
image
hamunaptra1990
ნიკა გვარამია-"იქს ფაქტორი არც საბავშვო ბაღია და არც კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი."

image
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, რომელიც "X ფაქტორის" მენტორია "ფეისბუქზე" პროექტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აღნიშნავს, რომ იგი არის კრიტიკული და გულწრფელი შემფასებელი და თავისი სუბიექტური დამოკიდებულებით აფასებს კონკურსანტებს და არასდროს არავის პიროვნულ შეურაცხყოფას არ აყენებს.


"რაც შეეხება იქს-ფაქტორს:
1. არავითარი ბავშვები არ არიან კონკურსანტები. იქს ფაქტორი არც საბავშვო ბაღია და არც კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი. კონკურსანტი არის კონკურსანტი, ასაკის მიუხედავად, და მზად უნდა იყოს ნებისმიერი, მათ შორის, ყველაზე მწვავე შეფასებისთვისაც. თუ არაა მზად და გული მისდის კრიტიკაზე - დარჩეს სახლში. თუ ნამღერი ლილოს ბაზრობას გავს - ვამბობ, რომ გავს. რესტორანს გავს - ვამბობ რომ გავს, ცუდია - ვამბობ, რომ ცუდია (და ჩემი კონკურსანტისთვისაც მითქვამს, რაც არც ერთ ჟიურის წევრს არ გაუკეთებია, სხვათა შორის), კარგია - ვამბობ, რომ კარგია (და სხვისი კონკურსანტების გამო სცენაზეც ავსულვარ).
2. რაც შეეხება შეურაცხყოფას - ჩემი ნებისმიერი შეფასება, არის ნამღერის შეფასება და არა კონკურსანტის პიროვნების, მისი ჩაცმულობის, გარეგნობის, წარმომავლობის და ა.შ. ეს არასდროს არ მიქნია მე პირადად. სხვაზე პასუხს არ ვაგებ.
3. მე არასდროს არ ვიტყვი იმას, რასაც არ ვფიქრობ, და ყოველთვის ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ, რა რეაქციაც არ უნდა გამოიწვიოს ამან გინდ მაყურებელში, გინდ დანარჩენ მენტორებში. მთელ საქართველოს რომ მოწონდეს მაგალითად დღევანდელი ლიდერი გიგი ადამაშვილის დღევანდელი ნამღერი, არასდროს არ ვიტყვი, რომ კარგია, იმიტომ, რომ მე არ მომეწონა (თუმცა, როცა მომეწონა, სცენაზეც ავსულვარ). მგონია, რომ ჟიურიში იმიტომ ვარ, რომ ასე მოვიქცე და ჩემი გულწრფელი აზრი გავაგებინო მაყურებელს, და არა მაყურებელს ვაამო და ის ვუთხრა, რასაც არ ვფიქრობ, მაგრამ უმრავლესობას მოეწონება. ან კიდევ, გვერდით მჯდომ მენტორს "გავუცვალო" ჩემი დადებითი კომენტარი მის კონკურსანტზე, მის დადებით კომენტარში ჩემს კონკურსანტზე.
4. მოკლედ, მე ვარ კრიტიკული და გულწრფელი შემფასებელი. ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით ვაფასებ კონკურსანტებს, მაგრამ არასდროს არავის პიროვნულ შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ვისაც კრიტიკა შეურაცხყოფა გონია, მისი პრობლემაა და მე არ მაღელვებს. ისეთი ვარ, როგორიც ვარ. მომწონს - ვამბობ, არ მომწონს - ვამბობ. სხვა ჟიურის წევრების ტაქტიკა და სტრატეგია, არც მაინტერესებს და არც ჩემი განსახილველია. იმიტომ არიან ისინი ისინი, და მე - მე.
გმადლობთ, რომ გვიყურებთ."

image


0
431
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0