x
image
hamunaptra1990
"ვია გრას" უკანასკნელი კონცერტი ნახევარი მილიონი ღირს

imageჯგუფი "ვია გრა", რომელიც თავის არსებობას 2013 წლის 1 იანვარს დაასრულებს, წაგებაში არ რჩება.

იმის გამო, რომ უკანასკნელად იხილონ სცენაზე ჯგუფის სექსუალური წევრები, ევა ბუშმინა და ალბინა ჯანაბაევი, მზად არიან დიდი თანხა გადაიხადონ. მაგალითად, ერთ-ერთი შემკვეთი მზადაა გადაიხადოს მათ მოსასმენად ნახევარი მილიონი დოლარი.



მას შემდეგ რაც ჯგუფის ხელმძღვანელმა, მელაძემ მიიღო გადაწყვეტილება "ვია გრას" დაშლის შესახებ, ბევრად უფრო გაიზარდა ამ ჯგუფზე მოთხოვნა. არ წყდება სააგენტოში ზარები სხვადასხვა მსხვილი კომპანიებიდან და შეძლებული ბიზნესმენებისგან. ხოლო უკრაინელი ოლიგარქის წინადადებამ ხომ სართოდ შოკი გამოიწვია. ის მზადაა გადაიხადოს ერთ საათიან კონცერტში, 31 დეკემბერის ღამეს ნახევარი მილიონი დოლარი.

კონსტანტინე მელაძის თქმით ჯგუფი ახალი წლის ღამეს არ გეგმავდა კონცერტს, მაგრამ ამხელა თანხაზე ალბათ უარს არ იტყვიან.

0
193
6-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0