სხვა ექიმებმა ბავშვი სენდვიჩის პაკეტში მოათავსეს 2016, 21 ივნისი, 9:51 ეს უჩვეულო ისტორია, შესაძლებელია, ახალი აღმოჩენის საფუძველი გახდეს მედიცინაში და იმ მშობლებს, რომლებსაც ყოველგვარი იმედი გადაეწურათ, იმის რწმენა გაუჩინოს, რომ შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ყველაფერი კარგად იქნება.
![]() ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ექიმებისთვისაც არ იყო ადვილი. მაგრამ, პატარამ მე-20-ე კვირაზე ზრდა შეწყვიტა. დედის ორგანიზმში დარჩენის შემთხვევაში, მას გადარჩენის არანაირი შანსი არა ჰქონდა, ხოლო მე-7-ე თვეზე დაბადების შემთხვევაში, მისი 500 გრამიანი წონით — ეს შანსი მინიმალური, მაგრამ მაინც იყო. ![]() ასე მოხდა სენსაცია კორნუოლში (ინგლისი) — პიქსი გრიფიტს-გრანტი ამ ქვეყანას სულ პატარა მოევლინა. სახელიც სწორედ პაწაწინა ფერიების სახელის მიხედვით შეურჩიეს. ბავშვი იმდენად პატარა და ნაზი იყო, რომ მის კანზე რბილი ქუდის ძაფიც კი კვალს ტოვებდა. ![]() ის ისეთი პატარა იყო, რომ მთლიანად ეტეოდა დედის ხელის გულებზე. მალე პატარა ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: წონაში კლება დაიწყო და მისი გადარჩენის შანსი კიდევ უფრო შემცირდა. ![]() და ექიმებმა მხოლოდ იმის მოფიქრება შეძლეს, რომ ახალშობილი სენდვიჩების პაკეტში მოათავსეს, მისი სასიცოცხლო სითბოს შენარჩუნების მიზნით. ეს, არც ისე, სასიამოვნო სანახავი იყო, მაგრამ გაამართლა... ![]() «ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო! და ასეთ შედეგს არავინ ელოდა» — ყვება შერონი. 18 დღის მანძილზე გოგონას სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. მას 10-ჯერ გადაუსხეს სისხლი და ყოველი გადასხმის შემდეგ, მისი წონა სულ უფრო მცირდებოდა. დედას ბავშვის ხელში აყვანის უფლებას არ აძლევდნენ. მამა კი მხოლოდ ერთხელ შეუშვეს მის სანახავად. ![]() ორი თვის შემდეგ, საოცრება მოხდა. ექიმების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და პიქსიმ წონაში მატება დაიწყო. ![]() 5 თვის ასაკში, ის 2 თვის ბავშვს ჰგავდა. თუმცა, კიდევ სამთვიანი დაკვირვების და სახლში გაწერის შემდეგ, პიქსი თავს ძალიან კარგადა გრძნობს და გალამაზდა კიდეც! ![]() 283 10-ს მოსწონს
|