x
image
მანჩო 777
ჟოლო – სეზონის ყველაზე გემრიელი კენკრა თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ჟოლო-არამარტო საოცრად გემრიელი და არომატული კენკრაა, არამედ ჯანმრთელობისათვის ფრიად სასარგებლოც. მისი სასარგებლო თვისებები გვეხმარება უამრავი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ პროფილაქტიკაში. ამ სტატიაში თქვენ შეიტყობთ, თუ რა სასწაულების მოხდენა შეუძლია ჟოლოს.


image



მაშ ასე, დღეს პროგრამაშია ჟოლო - სეზონის ყველაზე გემრიელი და სასარგებლო კენკრა.



ჟოლო ანელებს დაბერების პროცესს


image

ჟოლო ძალიან მდიდარია ისეთი ანტიოქსიდანტური ნივთიერებებით, როგორიცაა ფენოლი და ანტოციანი. ეს ანტიოქსიდანტები - ჯანსაღი კვების მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენენ, რადგან ისინი ამცირებენ თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის გზით უჯრედების დაზიანებას. რაც მეტი ანტიოქსიდანტია ჩვენს საკვებში, მით უფრო კარგია ჩვენი ჯანმრთელობა.


ჟოლო ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას


image

თქვენი ორგანიზმი ყოველდღიურად განიცდის ბაქტერიებისა და ვირუსების შემოტევას. ამას მივყავართ გაციებამდე, გრიპამდე და სხვა რესპირატორულ ინფექციებამდე. თუ ხშირად მიირთმევთ ჟოლოს, მასში შემავალი მიკროელემენტები საგრძნობლად აამაღლებენ თქვენს იმუნიტეტს და ასეთი ინფექციების მიმართ ორგანიზმი გაცილებით უფრო უფრო ბრძოლისუნარიანი გახდება.


ჟოლო გეხმარებათ ზედმეტი ცხიმის დაშლაში


image

სულ ცოტაოდენი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოჩინეს, რომ ჟოლოს შემადგენლობაში შემავალი კეტონი ხელს უწყოს ზედმეტი ცხიმების წვას. ეს ნაერთი აძლიერებს ფერმენტების აქტივობას, რომლებიც, თავის მხრივ, აძლიერებენ ჟანგბადის მოხმარებას და სითბოს გამოყოფას და ამით უწყობენ ხელს ცხიმოვანი უჯრედების სწრაფ წვას. გარდა ამისა, კეტონი ამცირებს ორგანიზმის მიერ მიღებულ საკვებში არსებული ცხიმების შეთვისებას.


ჟოლო ხელს უწყობს საჭმლის მონელებას


image

ნახევარფაბრიკატები - სწრაფად მოსამზადებელი გემრიელი საკვებია, მაგრამ ისინი სრულებით არ შეიცავენ სასარგებლო ნივთიერებებს. სამაგიეროდ ეს სასუსნავები ნახშირწყლებითა და გაჯერებული მჟავებით უხვად "ამარაგებენ" ჩვენს სხეულს, რაც ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებას. არასწორ კვებას ხშირად მივყავართ საჭმლის მონელების პროცესის დარღვევამდე, მუცლის შებერილობამდე, ფაღარათამდე და კიდევ სხვა პრობლემებამდე. ნაწლავების დახმარება შეუძლია საკვებ ბოჭკოებს. იცოდით, რომ 200 გრამი ჟოლო შეიცავს საკვების ბოჭკოების დღიური ნორმის 52%-ს? ასე რომ, უხვად მიირთვით ეს კენკრა და დაემშვიდობეთ კოლიტსა და შებერილ მუცელს.


ჟოლოს შეუძლია შეაჩეროს კიბოს რისკი


image

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ ჟოლო არის საკმაოდ ეფექტური საშულება მკერდის, მსხვილი ნაწლავის და საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგრესირების შესაჩერებლად. ეს კენკრა აქვეითებს კიბოს უჯრედების რეპროდუქციას და ხელს უწყობს მათ მოსპობას, ამავე დროს სავსებით არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს.


ჟოლო ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას


image
ადამიანებს, რომლებიც შაქრიანი დიაბეტით იტანჯებიან, ძალიან უჭირთ ყოველდღიურად აკონტროლონ სისხლში შაქრის შემცველობა. ჟოლო გაცილებით აიოლებს ამ ამოცანას, ახდენს რა იმ ფერმენტების ბლოკირებას, რომლებიც სახამებელს შაქრად გარდაქმნიან. გარდა ამისა, ეს კენკრა დაბალი შაქრიანობით გამოირჩევა.


ჟოლო ანორმალიზებს სისხლის შედედების პროცესს


image

ჟოლო დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინს К, რომელიც ანორმალიზებს სისხლის შედედების პროცესს და საგრძნობლად სწევს დაბლა სისხლში პროტრომბინის დონეს.



ასე რომ, ჟოლო, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელი და არომატული კენკრაა, ამავე დროს სასარგებლოცაა თქვენი ჯანმრთელობისათვის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მისგან უამრავი გემრიელი დესერტის და ნამცხვრის მომზადება შეიძლება. ახლა ზუსტად ჟოლოს სეზონია. მიირთვით ის ყოველდღიურად, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე.


image


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს!

9
441
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
441
  
2016, 20 ივნისი, 19:47
მმმ... ვგიჟდები.
2016, 20 ივნისი, 19:39
ახლა ^–^ ?!
2016, 20 ივნისი, 19:37
მოდი, გაჭამო :*
2016, 20 ივნისი, 19:33
და მინდაა :/
2016, 20 ივნისი, 19:33
აუუუ :( მიყვარს :'(
2016, 20 ივნისი, 19:14
და ჟოლოს ტორტიი? იიფფ :)
2016, 20 ივნისი, 19:13
ეჰ, მაგას კარგა ხანია მივხვდი :)
2016, 20 ივნისი, 19:06
აუუ, როგორ მიყვარს ^–^ ერთი სული მაქვს სოფელში როდის წავალ ^–^ ^–^
2016, 20 ივნისი, 19:02
მომეწონა და გავაზიარე, მაგრამ მგონი აზრი არცა აქვს!!!
0 1 9